"ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მოგახსენებთ: კორონავირუსი, ღმერთის წყალობით, არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს... (ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად...", - წერს მსახიობი.
„ თქვენი ავად ყოფნა არ შეიძლება, კორონაც ჩაივლის და ახალი აპეკლტაკლის მოლოდინით ვცხოვრობთ, რომ სცენაზე გიხილოთ გამოჯამრთელდით და იხარეთ“
„მიშა საყვარელო კაცო, დიდო არტისტო!!! ჯანმრთელობას გისურვებ. მაგრად იყავი...“
„მიშა ეხლა გავიგე შენი ამბავი, მთავარია არ შეშინდე, მალე გამოჯანმრთელდი ძმაო, გეხვევი!“
უწერენ მსახიობს კომენტარებში...