10 ნოემბერი, 2020
"ვულოცავ ყველას, ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა" - ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე
"კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% - იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა. არა და გათვლა 50%-ზე იყო, ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას! პ.ს. ანტივაქსერებს ორი საქმე გამოუჩნდათ დაემალნონ კორონას და აწ უკვე ვაქცინასაც", - - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

კომ­პა­ნი­ე­ბის Pfizer-ისა და BioNTech-ის გან­ცხა­დე­ბით, მათ მიერ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის წი­ნას­წარ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა კო­ვიდ-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 90% -ზე მეტს იცავს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბიბისი ავ­რცე­ლებს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა
ექ­სპე­რი­მენ­ტულ მიდ­გო­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ნა­წი­ლის ინექ­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

კომ­პა­ნი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ექვს ქვე­ყა­ნა­ში 43 500 ადა­მი­ან­ზე გა­მოს­ცა­დეს და უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ლა.

ვაქ­ცი­ნა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­ვიდ 19-სგან და­სა­ცა­ვად სა­ჭი­როა ორი დოზა, სამი კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით. 90%-იანი დაც­ვა კი მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან 7 დღე­ში მი­იღ­წე­ვა. საც­დე­ლი კვლე­ვე­ბი აშშ – ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში ჩა­ტარ­და.

Pfizer-ში აცხა­დე­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ზის მი­წო­დე­ბა, 2021 წლის ბო­ლოს­თვის კი ამ რა­ო­დე­ნო­ბის 1.3 მი­ლი­არ­დამ­დე გაზ­რდა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, არ­სე­ბობს ლო­ჯის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რად­გან ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვა ულტრა ცივ სა­ცავ­ში, - 80 ჩ- ზე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა მოხ­დეს.

კომ­პა­ნი­ე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ თა­ვი­ან­თი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­გან­გე­ბო ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბის თხოვ­ნით შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თონ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
სოსო
რა საოცრებაა 21ე საუკუნეში ვერ ჩავიდნენ უხანში და ვერ ნახეს ის წამალი რომელიც ამ ვირუსს შველის და კურნავს.
16:38 / 27-08-2021
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
ბატონო ბიძინა, მაქვს ძალიან შემზარავი კვებითი ალერგია, რა თქმა ინდა ვუფრთხილდები თავს, ე სუკვე 20წელია გრძელდება, რას მეტყვით, მე ხანში შესული ქალი ვარ, გარანტირებული მაქვს ვირუსი, ე. წ. კოვიდით სიკვდილი? იცით რატომ გწერთ>?წიგნის დაახლოებით 30 ფურცელი დამრჩა დასაწერი, ავუხდინო მკითხველებს სურვილი, რომ არ მოვკვდე არ შეიძლება? ძალიან კი ვემალები მაგრამ სანამ?
02:14 / 12-12-2020
გამოხმაურება / 0 /
???
შენ თავს მიულოცე და შენი ოჯახის წევრებს, არავინ მოგასწროს პირველი თქვენ გამოიყენეთ!!!
19:01 / 16-11-2020
გამოხმაურება / 0 /
სოლომონი
ხოდა გაიკეთე და დაგაკვირდებით ...
21:20 / 15-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაგრამ როდის გვექნება? იქნებ დაიწყოს მთავრობამ რიგის დაკავება
18:26 / 12-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS