"ის ვინც ცხვირპირაკრული და სახლში გამომწყვდეულია, თავისთავად გახდება მოწყვლადი ნებისმიერი ჰაერში მფრინავი ვირუსისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები, იმუნიტეტის წყალობით ვერც ვამჩნევთ და ვერც გვერევა! ამის შემდეგ ამ იმუნიტეტდაკარგული ადამიანებისთვის, გარემო სამყაროც და ჩვენც, ჩვეულებრივი ადამიანებიც, მართლა სასიკვდილოდ საშიშები გავხდებით. რადგან ისინი იქნებიან სტერილიზებული იმ სამყაროსთვის, რომელშიც იცხოვრებენ.
ისინი
მათ ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ასეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუსვლელ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. სწორედ ამას მიგვანიშნებდა მიწები გაამაგრეთო პატრიარქმა რომ გაგვაფრთხილა. თუ მალე მოხდება ისე, რომ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მექნება, თქვენ კი რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ, გილოცავთ... თქვენ მიხვდით გვიან მაგრამ მაინც..." - წერს ხატია...