05 ნოემბერი, 2020
ხატია სიჭინავას აზრით, ადამიანებს, რომლებიც პირბადეს არ ატარებენ, მიუვალ სოფლებში გადაასახლებენ
ხატია სიჭინავას კორონავირუსის სირთულის კიდევ არ სჯერა და სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს. მისი აზრით, მალე მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც პირბადეს არ ატარებს აიძულებს რომ სოფლებში გადასახლდნენ...

"ის ვინც ცხვირპირაკრული და სახლში გამომწყვდეულია, თავისთავად გახდება მოწყვლადი ნებისმიერი ჰაერში მფრინავი ვირუსისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები, იმუნიტეტის წყალობით ვერც ვამჩნევთ და ვერც გვერევა! ამის შემდეგ ამ იმუნიტეტდაკარგული ადამიანებისთვის, გარემო სამყაროც და ჩვენც, ჩვეულებრივი ადამიანებიც, მართლა სასიკვდილოდ საშიშები გავხდებით. რადგან ისინი იქნებიან სტერილიზებული იმ სამყაროსთვის, რომელშიც იცხოვრებენ.

ისინი
იქნებიან სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადებულები და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც. შესაბამისად ადვილად გაქრება დედამიწიდან სუსტი ადამიანების მილიარდობით წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ ამას უკვე მსოფლიო მასშტაბით ბევრი ნამდვილი და არა გაყიდული ან არაკომპეტენტური ექიმი ღაღადებს, ბევრს სიამოვნებს ნეგატივით გაჟღენთილი საინფორმაციო ომი, რომელიც მალე გადაიზრდება პოლიციური რეჟიმის ამოქმედებასა და ჯანმრთელი ადამიანების ხელოვნურად დასნებოვნებაში.

მათ ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ასეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუსვლელ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. სწორედ ამას მიგვანიშნებდა მიწები გაამაგრეთო პატრიარქმა რომ გაგვაფრთხილა. თუ მალე მოხდება ისე, რომ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მექნება, თქვენ კი რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ, გილოცავთ... თქვენ მიხვდით გვიან მაგრამ მაინც..." - წერს ხატია...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
თ ე მ ი დ ა !
ფემინისტების გადამკიდე ქმარი ეტყობა ხმას ვეღარ იღებს! მიაჩმორეს!!!!!
15:33 / 07-11-2020
გამოხმაურება / 0 /
პავლოვი
ეს ქალბატონი რომელი მეცნიერების წარმომადგენელია? რა სწავლებაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებებს. ზოგიერთს შესაძლებელია მისი განცხადება კომპეტენტური მიაჩნდეს რადგანაც ინტერნეტში ნახულობს და შეიძლება დაიჯეროს. როდესაც ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა ხალხს სიფრთხილსკენ მოუწოდებს და საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღების წინაშე ვართ არ შეიძლება მსგავსი პროვოკაციული განცხადებების საჯარო სივრცეში გაკეთება
21:36 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ეს ქალი მართალია!
ნიღბით გამოწვეული ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოიქსემია) ინფარქტებსა და იშემიურ ინსულტებს გაახშირებს, მაგრამ იმასაც კოვიდს მიაწერენ!
19:35 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
irina
ვინ არის ეს გოგო??? რა უნდა ?
18:23 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
მადადუნა
ეს ქალი დედა როგორ არის.არ რცხვენია. ასეთ რაღაეებს როგორ წერს.და საერთოდ თავის აზრებს რატომ გვახვევს? ე ი პირბადე თუ მიკეთია ვინ გამოვდივარ მაგის აზრით
15:33 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
წიწაკაანთ მარო
ქმარიც რომ გამოაპენტელა...
14:40 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
Tamo
მგონი ეს სერიოზული შეშინებულია. იქნებ მიხედოს ოჯახმა და ფსიქოლოგთან ატარონ. აშკარად ვეღარ უძლებს ამდენ სტრესს ... გაანიავეთ.
13:07 / 06-11-2020
გამოხმაურება / 1 /
ნინო
ვინ არისს ეს ქალი??
15:37 / 06-11-2020
ილია
იმ სიტყვების მნიშვნელობა თუ იცის, რასაც არახუნებს?!
12:47 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რას ბოდიალობ აზრზე თუ ხარ პატრონი არ გყავს
12:10 / 06-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ლელა
5 მა ადამიანმა გააკეთეთ სრულიად არაადეკვატური და პიროვნების შეურაცხმყოფი კომენტარი, ჰოდა, ალალია თქვენზე ეს პირისაკვრა, მართლაც:) წიგნების კითხვა კიარა, აზროვნება და გააზრებაა საჭირო და მერე მიხვდებით, რას წერს 4 შვილის დედა, რომელსაც აფიქრებს ადამიანთა მომავალი! ოდესღაც მართლაც მიხვდება ამას ბევრი(ხვდებიან უკვე), მაგრამ გვიან იქნება, თუმცა ისე ზემოდან, ღვთის იმედი მაქვს და ქვემოთ კიდევ-მსოფლიოს გონიერი ნაწილის!
11:44 / 06-11-2020
გამოხმაურება / 2 /
კაი ერთი
ხატია შენ ხარ გოგო?
02:36 / 07-11-2020
იკა
პირბადე ისე მართლა მოგიხდებათ დამალავთ თქვენს სახეს
05:17 / 07-11-2020
TOPS