31 ოქტომბერი, 2020
ქეთი თოფურიამ ორსულობა დაადასტურა - „ბედნიერი ვარ...“
„ სტუდიოს“ სოლისტმა დაადასტურა რომ მეორე შვილს ელოდება. პირველად ორსული მომღერალი, ჯგუფის ახალ კლიპში გამოჩნდა. „სელავი“ ასე ჰქვია ჯგუფის ახალ ჰიტს, რომელსაც უკვე უამრავი ნახვა აქვს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქეთი ორსულობის შესხებ ასე უჩვეულოდ აცხადებს. ოლივიას, პირველი ქალიშვილის დაბადებამდე ორსულობისას ახალი კლიპი "აი, ეს არის სიყვარული" გადაიღო, რომელიც მომღერლის კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენის შეხსენებად დარჩა.

"ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მსურდა ჩვენი ლამაზი ახალი ვიდეოთი გაგეგოთ. და მოხარული ვარ, რომ ჩემი ბედნიერი მდგომარეობა კიდევ
ერთხელ აღვბეჭდე კლიპში. ყველაფერი ძალიან ჰარმონიულად გამოვიდა ", - აღიარა თოფურიამ.

ქეთა თოფურიას ორსულობის შესახებ მედია უკვე ერთი თვეა წერს, თუმცა მომღერალი ამ ფაქტს უარყოფდა. სამი დღის წინ ქეთას პაპარაცული ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში გადაუღო. მეშვიდე თვეში მყოფი მომღერალი მზეს ეფიცხებოდა. 

ქეთა თოფურიასა და მილიონერ ლევ ძენგოვის ქორწილი უახლოეს თვეებშია დაგეგმილი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აბგდ
მომეშვა გულზე
15:59 / 01-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS