ნუკი კოშკელიშვილი პანდემიის დაწყების შემდეგ შვილთან ერთად საქართველოში სტუმრად ჩამოსული აქ ჩარჩა. მისი მეუღლე მედიცინის მუშაკია და ამერიკაში კოვის პაციენტებთან მუშაობს. ნუკის როგორც ჩანს მეუღლე ძალიან ენატრება და ბოლოს დროს ხშირად აქვეყნებს დეპრესიაულ პოსტებს.
ამჯერად ინსტაგრამზე წონაზე იწუწუნა:
"ვიცი ეს თემა უკვე მტკივნეულად აუტანელია ჩემგან... მარტო თქვენთვის კი არა, მეც კი უკვე მიშლის ჩემი თავი ნერვებს. მაგრამ მინდა ვთქვა და თან გავიგო. აი, რომ ვწვალობ და ვარ თვეობით დიეტაზე, ორ კვირაში რანაირად ვიბრუნებ დაკლებულ წონას.
ასე სულ კი არ მემართება, აი პერიოდებია როცა დიეტა განსაკუთრებით ჭირს. თქვენც ასე ხართ თუ ეს ჩემი ამბავია?
პ. ს დავწერე ეს პოსტი და სინდისმა მომიჭირა... რამდენი ადამიანია ჩვენ ქვეყანაში ვისაც მართლა შია და ვერ ჭამს და ამ დროს მე რეებს ვლაპარაკობ. ეს პოსტი გვერდზე იყოს, მაგრამ იმედი მაქვს ოდესმე ეს პრობლემა მოგვარდება ჩვენ ქვეყანაში და მშიერი არავინ იქნება. არ მინდა ეს ჩემი პოსტი სევდიანი ან უარყოფითი იყოს თქვენთვის, უბრალოდ ავღნიშნე, რომ მაინც მადლიერების გრძნობა გვქონდეს თუ ჩემსავით გასუქებას დარდობთ." - წერს ნუკი.