ამბობენ, რომ საყვარელი ადამიანის გამო, საქართველოში დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა ორკვირიანი კარანტინიც კი გაიარა.
გუშინ, ინსტაგრამზე ლაშა ბარათელის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. კანონიერ ქურდს ზურგზე დიდი ზომის ჯვარი და ანგელოზის ფრთები აქვს გამოსახული.
შორენა ბეგაშვილისა და ე.წ. კანონერ ქურდ ლაშა ბარათელის სიყვარულის ისტორიის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ბარათელი გახდა მსახიობისა და ტელეწამყვანის მეორე
ლაშა ბარათელი თურქეთში ცხოვრობს და ე.წ. კანონიერი ქურდია. ის გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერ ქურდს" შორისაა. ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს "აკურთხეს ქურდად". იმავე წელს ლაშა ბარათელი მძიმედ დაჭრეს და "ჭია" სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში რუსეთში დაკავებული ბარათელი საქართველოში გამოადეპორტეს, მაგრამ ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ და, შესაბამისად, მისი დაკავება არ მომხდარა. ბარათელმა მალე საქართველო დატოვა და ის ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.