"ხუთშაბათს მქონდა კონტაქტი ერთ-ერთ ქალბატონთან, არც ხელი ჩამომირთმევია, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ერთ ოთახში მოგვიწია ყოფნა, რა თქმა უნდა, პირბადეებით, სადეზინფექციო საშუალებებით. იმ ქალბატონს იმ ღამით მისცა მაღალმა სიცხემ, მეორე დღეს გაიკეთა ტესტი და გვიან ღამით უკვე დაუდასტურდა კოვიდი.
ჩემთან არავის არ დაურეკავს, არც ერთ ეპიდემიოლოგს და საერთოდ არავის, გარდა ამ ქალბატონისა, მივხვდი,
საღამოს დამიდგინდა სუსტად დადებითი და ალბათ, ამ სტრესზე და ნერვიულობაზე მომცა სიცხე, 37.1 მქონდა, მეორე დღეს ვიყავი ძალიან კარგად, 36,6 მქონდა ტემპერატურა, გვიან ღამით გამიკეთეს პს ტესტი და უკვე ნამდვილად დადასტურდა, რომ ვარ კოვიდინფიცირებული.
როგორც მივხვდი, ითვლება რომ არ ვარ მძიმე პაციენტი, თავსაც არ ვგრძნობ მძიმედ, მაქვს მინიმალური სისუსტე, ცოტა დისკომფორტი, თუმცა ვერ გეტყვით რომ ცუდად ვარ, ვერ დავდივარ და ფეხზე ვერ ვდგები", - ამბობს მომღერალი.
მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურებიდან 18 საათის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახის ექიმი, ამ პერიოდის განმავლობაში კი მასთან არავის დაურეკავს:
"ამაზე ძალიან გავბრაზდი და გეტყვით რატომ - როდესაც ხარ ინფიცირებული, მგონია, რომ მომენტალურად უნდა რეკავდეს ექიმიც და ეპიდემიოლოგიც, იმიტომ, რომ 18 საათში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ისე გართულდეს, რომ მივიდეთ ძალიან ცუდ შედეგამდე. მეორე თემა კიდევ ისაა, რომ ეპიდემიოლოგმა თუ არ გაარკვია, ვისთან მქონდა კონტაქტი, დავუშვათ ახლა მე რომ ბევრი კონტაქტი მყავდეს... 18 საათის მერე რომ გაარკვევ კონტაქტებს...", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.
მომღერლის თქმით, ექიმმა ურჩია, რომ მიიღოს ბევრი სითხე და თუ ტემპერატურა 38-ს გადასცდება, დალიოს სიცხის დამწევი. ტატიშვილი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სიტუაციას სათანადოდ ვერ აკონტროლებს.
"როდესაც ვუსმენ ხოლმე ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, ის ძალიან მშვიდად საუბრობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს... როგორც აღმოჩნდა, ცოტა მეტად უნდა გააკონტროლოს სიტუაცია იმიტომ, რომ კოვიდ პაციენტთან 18 საათის მერე რომ რეკავს ექიმი და ეპიდემიოლოგი, მე მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მინდა ვუთხრა მინისტრს, რომ თუ ამბობს ყველაფერს ვაკონტროლებო, ვერ აკონტროლებს ალბათ", - ამბობს ტატიშვილი.