14 ოქტომბერი, 2020
"ოცნების" ოფისის წინ მაკა ასათიანი იჯდა, უყურებდნენ ლამაზ ქალს გამვლელები" - რას წერს ჟურნალისტი დიზაინერთან შეხვედრაზე
ჟურნალისტი ნანა აკობიძე მაკა ასათიანზე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"დღეს მელიქიშვილზე, "ოცნების" ოფისის წინ მაკა ასათიანი იჯდა. სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ უყურებდნენ ლამაზ ქალს გამვლელები და ლამაზი ქალი როგორ ლამაზად ცდილობდა, არ შეემჩნია ამდენი ცნობისმოყვარე მზერა.

Rating

ერთადერთხელ მქონდა მაკასთან ინტერვიუ, 15 წლის წინ. თბილისიდან უკვე გადასახლებული იყო შვეიცარიაში და რამდენიმე დღით ჩამოსული, "მარიოტში" ცხოვრობდა. ეს ფოტოებიც მაშინ გადაიღო ჩვენი გამოცემისთვის იური მეჩითოვმა. "მიუხედავად იმისა, რომ მაკა სასიამოვნოდ საუბრობს (საუბრისას გულიანად იცინის, საყვარლად იბნევა),
იგი მაინც ქალების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებსაც უნდა უყურო" - ასე მთავრდებოდა ეს ინტერვიუ. "ჰოდა, მიყურეთ" - ასეთი იყო ამაზე მაკას ხუმრობანარევი კომენტარი.

ჰოდა, უყურებდა დღეს მთელი მელიქიშვილი ამ სასწაულად ლამაზ ქალს და "ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი" - როგორც ვახტანგ ჯავახაძის იმ ლექსშია...." - წერს ნანა აკობიძე.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
gigi
ლამაზი ქალი მაკა ასათიანი არასოდეს მინი იუბკით არ გვინახავს. დაგვენახოს ქალბატონი მაკა მინით და მერე შევაფასებტ მის სილამაზეს.
18:52 / 16-10-2020
გამოხმაურება / 0 /
...
თუ შესაძლებელია, წინასწარ რომ დაანონსოთ, ახლო მომავალში სად დაჯდება და როდის?
16:45 / 15-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
ქალი ლამაზია., რაც მთავარია ოცნების ოფისის წინ იჯდა)))
09:51 / 15-10-2020
გამოხმაურება / 2 /
დიმა
აბა,მახინჯ ნაცების ოფისის წინ ხომ არ იჯდებოდა?!
02:37 / 16-10-2020
???
მახინჯი ნაცები? ჰა, ჰა, ჰა ოცნების ბილბორდებს შეხედეთ მთელს საქართველოში რომ შპალერივით აქვთ გაკრული ფოტოშოპიც რომ ვერ შველით )))
16:01 / 16-10-2020
...
კიდევ სად დაჯდება და როდის? თადარიგი რომ დავიჭიროთ წინასწარ...
18:52 / 14-10-2020
გამოხმაურება / 0 /
არა ქოცს! არა ნაცს!
იოცნებოს,მაგრამ იმას ვეღარ ვიტყვი ოცნებას არავინ მოუკლავსო..........
18:20 / 14-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS