08 ოქტომბერი, 2020
"მინდა, შეიგნოს, თავი დამანებოს, სიახლოვეს არ გამეკაროს" - გიორგი გურგულიას ყოფილი ცოლის განცხადება
რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გურგულიას ყოფილმა ცოლმა უჩივლა და 3-5 წლამდე ციხე ემუქრება.

გამ­წა­რე­ბულ­ზე რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე და­წე­რა და ახლა ნა­ნობს, - აცხადებდა მაშინ მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბული მსა­ხი­ობ­ი. მომხდარს კი ასე აღწერდა:

"გა­მო­ძი­ე­ბა მე­და­ვე­ბა ცო­ლის შე­გი­ნე­ბას, ხე­ლით არ შევ­ხე­ბი­ვარ. ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვარ­თვი ჩემი ნა­ჩუ­ქა­რი და მა­გა­ზე მი­ჩივ­ლა, ეგ იყო მი­ზე­ზი და გამ­წა­რე­ბულ­ზე, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე და­წე­რა, რა­საც ახლა ნა­ნობს. ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­და ჩემი მე­გო­ბა­რიც, მე­ზობ­ლე­ბიც და იქ
არა­ფე­რი კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა. სა­სა­მარ­თლოს ეხ­ვე­წე­ბა, რომ არ მინ­დო­და ჩემი ქმა­რი და­ე­ჭი­რა­თო და უბ­რა­ლოდ გამ­წა­რე­ბა მინ­დო­დაო", - ამბობდა გურგულია.

მოგვიანებით იგივე განაცხადა ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "პრაიმშოუში" სტუმრობისას. რასაც მისი ყოფილი მეუღლე ლარისა გიგაური გამოეხმაურა და გადაწყვიტა საკუთარი პოზიცია ტელევიზიით გამოეხატა.

ლარისა გიგაური გიორგი გურგულიას რიგიოთ მეოთხე ცოლი გახლდათ და წყვილს საერთო შვილი, გოგონა ჰყავთ.

"ჩვენი კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვეხვეწებოდი, რომ ბავშვი ცივილიზებურად გაგვეზარდა და ისე გვეცხოვრა როგორც მეგობრებს. სამი წელია უკვე რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. როდესაც კონფლიქტები აღარ დასრულდა გადავწყვიტე, რომ ბავშვს ეს აღარ უნდა ენახა და მივიღე შესაბამისი ზომები, რადგან ძალიან რთულდებოდა საქმე და ეს გადაწყვეტილება აფექტის დროს არ მიმიღია. მართალია, კანონის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ერთი მხრივ კარგია, რომ ქართველ ქალს ეშველება, მაგრამ არსებობს სიღრმისეული პრობლემები რაც მამაკაცის ციხეში დაჭერით ვერ მოგვარდება.

საქართველოში უნდა გვქონდეს იმის საშუალება რომ ფსიქოლოგიური დახმარება არსებობდეს. გიორგისაც ვეუბნებოდი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს და მიხედე-თქო თავს.

მე საჩივარი უკან არ გამომიტანია და არც გამოვიტან. მე ამ ადამიანის ციხეში დაჭერის სურვილი არ მაქვს, მაგრამ მინდა, შეიგნოს და თავი დამანებოს, სიახლოვეს არ გამეკაროს. გვქონდეს მაქსიმალური დისტანცია. მოვიდეს ჩემ სახლთან ბავშვის წასაყვანად, მაგრამ შიგნით არ შემოვიდეს, ბავშვს გავუშვებ გარეთ და წაიყვანოს. ჩვენ კონტაქტი აღარ გვქონდეს არანაირი, რადგან ვთვლი, რომ ეს ცუდია..." - ამბობს ლარისა გიგაური.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
...
ამ გადაცემის წითელი ხაზიც ხომ ეგ იყო: ვიცნობთ გიას... კი, მაგრამ რა ღირსებებით? 5 ცოლი რომ გყავდა და სულ ნარკოტიკების თემის განხილვაზე გეძახის ყველა სატელევიზიო ეთერი?
18:56 / 14-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ჩერჩილი
რაში გვაინტერესებს? ვინაა?
11:56 / 13-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
კაცს სამი ცოლი რომ გაექცევა, მეოთხეს რატომ ჰგონია, რომ თვითონ გამოუვა რამე?
22:00 / 11-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
,ციხეში დაჭერა” არაა სწორი ქართული, მაგრამ ესარაა მთავარი. გურგულია ტელევიზიიდან ტელევიზიაში რომ დაყავთ ჭკუის საკითხავად, აი, ეგ კი მიკვირს ძალიან. რით გამოიჩინა ოდესმე თავი, ,,ნაღდი თბილისელობით”?
18:38 / 11-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ხხხხ
ტუ შეიძლება გვითხარით ხუთცოლ განაშვებ ქაცს გაყვებით ცოლად. ტვინი გაქვს ქალო....
18:37 / 10-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS