08 ოქტომბერი, 2020
„ზურამ ჩემი ავადმყოფობა გაასაჯაროვა, რაზეც მე ძალიან გავბრაზდი და მეწყინა..“ - ხათუნა ჟორდანია მკურნალობის კურსს ავსტრიაში გააგრძელებს
ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ხათუნა ჟორდანიამ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი", სადაც მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე, მონაწილეობდა:

"მკურნალობის პირველი ეტაპი ისრაელში ჩავამთავრე. მეტასტაზები ალაგდა. ის დაავადება, რაც იყო, დაპატარავდა და გამარჯვების პირველი ეტაპი გავიარეთ. უნდა გამეგრძელებინა თბილისში თერაპია, გადასხმები, რითიც დარჩენილ
დაავადებას გავაკონტროლებდით და გავყინავდით დიდი ხნის განმავლობაში.

მერე ზურამ ჩემი ავადმყოფობა გაასაჯაროვა, რაზეც მე ძალიან გავბრაზდი და მეწყინა. არ მიყვარს, როდესაც მიცოდებენ და ვიშვიშებენ. პანდემიის პერიოდში უმძიმესად ვიყავი, თითქმის კვირაში ერთხელ სასწრაფოთი მივყავდი საავადმყოფოში. მას მერე, რაც ზურამ გაასაჯაროვა ავადმყოფობის შესახებ, ჩემს ტელეფონში დაიწყო ესემესების გამოგზავნა.

არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღეს პირველად თქვენი გადაცემიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი, სიყვარულით სავსე ესემესი გამომიგზავნა, უდიდესი მადლობა იმიტომ, რომ თქვენ, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეთ.

თქვენმა გამოგზავნილმა ესემესებმა და სიყვარულით სავსე წერილებმა ფეხზე წამომაყენა. გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები, ანუ ძალიან მაგრად. შევეჭიდე და შევებრძოლე ამ ჩემს ავადმყოფობას მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიარული მიჭირს, ცოტა სხვა რამ.

ერთობლიობაში ბევრია, რაც ამ წუთას მაწუხებს, სანამ ჩვენ მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავალთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადასხმები შევწყვიტეთ და ამ
წუთას იმუნოთერაპიის მეორე ეტაპზე გადავედი, რომელიც ავსტრიაში უნდა გაკეთდეს. ეს არის კლინიკა, სადაც 100 პროცენტიან განკურნების გარატიას გვაძლევენ და ამ დაავადების საბოლოო დამარცხების" - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

ზურა ხაჩიძის თქმით, 70 ათასი ევროა საჭირო ამ კურსის გასავლელად.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
...
რატომ გაბრაზდი, ნატალია? ფული ხომ უნდა გეშოვათ? აბა უძრავი ქონების გაყიდვა თქვენ არ გინდათ და ამ ბორჯომელმა ბიჭმა რა ქნას?
18:59 / 14-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ინგა ნ.
ამ ადამიანს უამრავი სიკეთე აქვს გაჯეთებული. ეს კი არ იკარგება. ათასმაგად დაუბრუნდება უკან. კარგად იქნება.
23:35 / 10-10-2020
გამოხმაურება / 0 /
An
სირცხვილი მერაბ ჟორდანიას დას არ უნდა დაეხმქროს ამ მძიმე დღეებში თუ საწყალს ფული არ აქვს
17:17 / 10-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნეტა უფულო ხალხს დდაეხმარონ. მაგატ ისეაცც აკვტტ.. და ტხოულობენ მმაინც
23:23 / 09-10-2020
გამოხმაურება / 0 /
დოდო
უფალი იყოს შენი მფარველი გამოჯამრთელებას გისურვებ
19:07 / 09-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ფისო
ჩემი თბილი და ტკბილი ქალბატონი, როგორ მინდა ახლოს გიცნობდეთ და ჩაგეხუტოთ! აგისრულდეთ ყველა კეთილი ნატვრა!
16:14 / 09-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ანი
აი თქვენ მაინც ნუღარ იყხოვთ ფულს რა ტეხავს . მერაბა ჟორდანიას არა აქვს?
19:25 / 08-10-2020
გამოხმაურება / 1 /
გიო
ეტყობა მერაბას ბუღალტერი ხარ , ან მდივან-მემანქანე , არაა ანა...??? ან ბოლობოლო მასაჟისტკა იქნები , რადგან ინფორმირებული ყოფილხარ მერაბას ქონებაზე.
04:03 / 09-10-2020
ცისო
ღმერთმა მშვიდობა არ მოუშალოს თქვენს ოჯახს. ასეთი შემართებით გააგრძელე, ყველაფერი კარგად იქნება. უფალი გფარავდეს ხათუნა.
17:58 / 08-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS