01 ოქტომბერი, 2020
"ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, სრულიად ჭაღარამ, სტილისტს დავურეკე…ბევრი იტყვის, შვილი მოგიკვდა ქალო და რა დროს ეგ არის"
გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში შორენა ბეგაშვილის საავტორო გადაცემა გავიდა. "შორენას ეფექტი" - ასე ჰქვია გდაცემს, რომელიც კვირაში ერთხელ გავა. პირველ სტუმრად ტელეწამყვანს მაია ასათიანი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც შვილის გარდცვალების პერიოდზე გულახდილად ისაუბრა...

"არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა. ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად
სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს. მივხვდი, რომ ვიყავი საშიში სხვა ადამიანებისთვის.

მივხვდი, რომ დედა და ჩემი დები რატომ მიყურებდნენ ასე შემზარავი გამომეტყველებით… ეს ჩამქრალი გამომეტყველება ბოლომდე ვერასოდეს ვერ აღდგება. მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი. მე მჯერა, რომ ჩემი შვილები გვიყურებენ.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და ვუთხარი, რომ მინდოდა სალონში მისვლა. მას არ გაკვირვებია, მითხრა, რომ მოდი, მე დავკეტავ სალონს. საღამოს მიმიტანეს ხელში აყვანილი, შემჭრა შემღება და წამომიყვანეს სახლში.

სახე ჩამოკიდებული მქონდა, ბევრი იტყვის, შვილი მოგიკვდა ქალო და რა დროს ეგ არის.

შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა, ათი დღის თავზე. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და შევსებული სახე დაინახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო. ჩემთვისაც ოდნავი შვება იყო, რადგან ჩემი თავის აღარ მეშინოდა.

მას შემდეგ, ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ შევცვალე. ბუნებრივად, ერთი შავი გოგო ვარ, ბუნებრივად შავი თმით… მე აღარ ვარ ის მაია, მაგრამ მე ახლა ისევ ის ჯიუტი შავი გოგო ვარ, რომელიც იბრძვის… ბავშვობაში მინდოდა ქერა და ლამაზი ვყოფილიყავი, ასეთი გოგონები მომწონდა, პრინცესებს ვხატავდი. ახლა, ასეთი როლი მოვირგე, ამაზე გადავიტანე ყურადღება. ამ ქერათმიან მაიას შვილი სადღაც ჰყავს… სხვებს ვაჩვენებ, რომ კარგად გამოვიყურები და მჯერა, რომ ჩემი გოგო მიყურებს, ამიტომაც – დაე, ვიყოთ ლამაზები." – განცხადა ჟურნალისტმა ეთერში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ლულუ
ესენი ეხლა ერთმანეთთან ივლიან ინტერვიუზე და ამას ხალხმა უნდა უყუროს??? საბრალო ქვეყანა !!!
17:03 / 01-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS