01 ოქტომბერი, 2020
"ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, სრულიად ჭაღარამ, სტილისტს დავურეკე…ბევრი იტყვის, შვილი მოგიკვდა ქალო და რა დროს ეგ არის"
გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში შორენა ბეგაშვილის საავტორო გადაცემა გავიდა. "შორენას ეფექტი" - ასე ჰქვია გდაცემს, რომელიც კვირაში ერთხელ გავა. პირველ სტუმრად ტელეწამყვანს მაია ასათიანი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც შვილის გარდცვალების პერიოდზე გულახდილად ისაუბრა...

"არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა. ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად
სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს. მივხვდი, რომ ვიყავი საშიში სხვა ადამიანებისთვის.

მივხვდი, რომ დედა და ჩემი დები რატომ მიყურებდნენ ასე შემზარავი გამომეტყველებით… ეს ჩამქრალი გამომეტყველება ბოლომდე ვერასოდეს ვერ აღდგება. მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი. მე მჯერა, რომ ჩემი შვილები გვიყურებენ.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და ვუთხარი, რომ მინდოდა სალონში მისვლა. მას არ გაკვირვებია, მითხრა, რომ მოდი, მე დავკეტავ სალონს. საღამოს მიმიტანეს ხელში აყვანილი, შემჭრა შემღება და წამომიყვანეს სახლში.

სახე ჩამოკიდებული მქონდა, ბევრი იტყვის, შვილი მოგიკვდა ქალო და რა დროს ეგ არის.

შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა, ათი დღის თავზე. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და შევსებული სახე დაინახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო. ჩემთვისაც ოდნავი შვება იყო, რადგან ჩემი თავის აღარ მეშინოდა.

მას შემდეგ, ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ შევცვალე. ბუნებრივად, ერთი შავი გოგო ვარ, ბუნებრივად შავი თმით… მე აღარ ვარ ის მაია, მაგრამ მე ახლა ისევ ის ჯიუტი შავი გოგო ვარ, რომელიც იბრძვის… ბავშვობაში მინდოდა ქერა და ლამაზი ვყოფილიყავი, ასეთი გოგონები მომწონდა, პრინცესებს ვხატავდი. ახლა, ასეთი როლი მოვირგე, ამაზე გადავიტანე ყურადღება. ამ ქერათმიან მაიას შვილი სადღაც ჰყავს… სხვებს ვაჩვენებ, რომ კარგად გამოვიყურები და მჯერა, რომ ჩემი გოგო მიყურებს, ამიტომაც – დაე, ვიყოთ ლამაზები." – განცხადა ჟურნალისტმა ეთერში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
გიოგიო
ასათიანი იმდენად პოპულარული-იყო,რომ....მოკლეთ ეს იყო დიიდი ტრაგედია-შენ ცნობადი სახე ხარ შენ შოუმენი ხარ და რა?-შენ ირჩევ ყველაზე არა პოპულარულ არა ქრისტიანულ გზ ას უბრუნდებუ შოუმენობას ...უახლოესი-უსაყვარლესი არსების შვილის-სრულიად ახალგაზრდის წასვლის შედეგად მიღებული ტრამვა აუხსნელია,მაგრამ ამ დროს შენში შემოდ ის უფალი და ის უნდა მიიღო უნდა მიხვიდე მასთან -მონასტერ ში-40 დღე და მერე ის თვითონ გაჩვენებს გზას...პ.ს.და არა სტილისტი-კუზანოვი-მთავარი სულია,რომელსაც ვერავითარი თმების შეღებვა და ბუტოკსი უშველის არავითარი შორენა არ გაანელებს ცტკივილს უბრალოდ-ასათიანი ის არ აღმოჩდა....
01:54 / 06-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს ვის რა შეხედულებები გააჩნია ცხოვრებაში, მაგრამ პირდაპირი ადამიანური შეფასებით მაია არის გმირი და ყველაზე ლამაზი ადამიანი, რომლის იმ უბედების შემდგომი ცხოვრება არის რაღაც განსაკუთრებული....და რომლის შეფასებისათვის სიტყვები არ მყოფნის
16:25 / 05-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი ,,გმირობებით”. გავიგეთ, რომ ძალიან მაგრები ხართ. ისე იქცევით, რომ ხალხს თქვენვევე უქრობთ თანაგრძნობას. ისე, შორენას გადაცემა გვაკლდა ინტელექტის ასამაღლებლად.
15:31 / 05-10-2020
გამოხმაურება / 0 /
დიახ!
დიახ, გარდაცვლილები გვიყურებენ, ისინი კარგად არიან და ჩვენზე ზრუნავენ. თუ მათ ზედმეტი ცრემლით და ვაი ვიშით არ შევაწუხებთ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენც იქ მივალთ. მათთვის ჩვენი ელები ხომ წამებია. შევხვდებით ოდესმე ყველა იქ!!!
17:13 / 03-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ია
მაიკო..
14:27 / 02-10-2020
გამოხმაურება / 0 /
მმმ
შვილმკვდარ დედას ყველაფერი ეპატიება...
10:00 / 02-10-2020
გამოხმაურება / 0 /
მია
Gამდლეობას გისურვებ გმერტმა Aრავის არ გამოაცდევინოს ის რაც შენ განიცადე
20:22 / 01-10-2020
გამოხმაურება / 0 /
მ. თორელი
მე შვილის გარდაცვალებას ჯოჯოხეთს ვეძახი, ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე, ნეტავი ეს არ ხდებოდეს.... გამძლეობა ყველა შვილმკვდარ მშობელს. მაიას ჩაცმულობა ხანდახან არ მომწონს, მაგრამ.... ეს მისი არჩევანია. გულმოკლული დედაა, ღმერთმა კარგად ამყოფოს.
18:41 / 01-10-2020
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ვერ დავწერ იმას, რაც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ განვიცადე. უბრალოდ მინდა გაგიღიმო. და მაინც,ცხოვრება გრძელდება..........................
17:36 / 01-10-2020
გამოხმაურება / 0 /
naTia
მაია, მაია, შენ ის ხარ, რაც ხარ, ვერავინ ვერ შეგცვლის, გინდა მაკიაჯი გაიკეთო და გინდა შიშველმა გაიარო, შენზე ვერანაირი შთაგონება ვერ იმოქმედებს, მაინც ისევ ის დარჩები რაც ხარ. რად უნდა ამას მტკიცება და თავის ასე თუ ისე დახასიათება. ადამიანები ერთნაირად ვერ უძლებენ ჭირს, ვისაც რა ძალას მისცემს ღმერთი იმით ისარგებლებს.
17:19 / 01-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS