23 სექტემბერი, 2020
"ჩემმა ქმარმა მითხრა, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდესო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კართან დგას..." - ხატია სიჭინავას წინასწარმეტყველება ადამიანების "დაჩიპვაზე"
ხატია სიჭინავა სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლო გადადებას ეხმაურება და წერს, რომ აღსასრული ახლოა და მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან...

"სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში… და ეს არ არის ჩვენი მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება.
მეტიც, მოქალაქეობაც არ გვექნება პასპორტში. დიახ, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას.

ცალი თვალი მაინც ვისაც აქვს გადავლებული ბიბლიისთვის იცის, რომ ერთიან მსოფლიოს ერთმმართველი ეყოლება და კი არიან ისეთები ვინც დღეს იცინის,
მაგრამ ვინც იცინის ბოლოს იცინის… ბრძოლისუნარდაკარგული საზოგადოება, საკუთარი ფეხით გაყვება დასაკლავი ცხვარივით ამ კარგად დადგმულ გეგმას... ბრძოლა დროს მოგვაგებინებდა, რომ ჩვენი შვილებისთვის რამოდენიმე წელი მაინც გვეჩუქებინა თავისუფლების, მაგრამ ვაი, რომ ეკლესიას ჩამოშორებული იუდას კლასტერი ადვილი სამართავია პირზე აფარებული და მოგუდული.

Rating

დიახ, სკოლა არ დაიწყება... ვიღაცები წავალთ მიწაზე სახლებს გავამაგრებთ, როგორც ეს უკვე დიდი ხნის წინ გვითხრა პატრიარქმა და გვიწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა და წმინდა ბერებმა...

ვიღაცეები აიცრებიან, დაიჩიპებიან და უკვე მერამდენედ უარყოფენ ღმერთს...

დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, შეუცნობელია ღვთის გზები, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდეს და ავცდეთო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კარებთან დგას, კი არ გიკაკუნებთ, კარებს ანგრევს და ელოდება თქვენს მიპატიჟებას, რომ კარი გაუღოთ!

ერთი სუსტი წერტილი აქვს ბოროტს, თუ კარი არ გაუღე და არ მიიპატიჟე, ისე ვერ შემოდის შენს სამყაროში, გულში და ცხოვრებაში. ხოდა გაუღეთ... შიში ამაში ძალიან შეგიწყობთ ხელს! ჩვენი მთავრობა რუპორია...

Rating

რასაც უბრძანებენ, რამდენადაც გავიყიდებით, იმდენად გაგვყიდიან ჩვენივე ნებით, როგორც დასაკლავი ცხვარი, მივყვებით სასაკლაოზე.

ვინ იშიმშილებს და ვინ ვერ გაუძლებს წინასამზადის პერიოდს, არც ეგ ანაღვლებს არავის. ვწუხვარ რომ ჩემს შვილებს მოუწიათ ამ დროში ცხოვრება. ვწუხვარ, რომ ღმერთი აღარ ცხოვრობს ბევრის სახლში და გულში.

ვწუხვარ რომ მე ერთი ცალი, ან თუნდაც ათი ჩემნაირი, საკმარისი არ არის ამ ბრძოლისთვის. და თუ მაინც საჭიროა ჩემი ხმა, თუ ვიღაცის გულამდე მაინც შემიძლია მივიტანო ამბავი უფალო, მომეცი ძალა... დანარჩენი ყოველდღიურად და ნაბიჯ-ნაბიჯ იხილეთ საკუთარი თვალებით, რომელიც ზოგიერთებს გვიან აგეხილებათ... და მაინც... ოდითგანვე ასე იყო... ბოროტსა სძლია კეთილმან.

Rating
თუმცა კეთილი ადამიანები ალბათ კაენის და აბელის დროსაც იყვნენ და სოდომის და გომორის დროსაც…" - წერს ხატია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ნანა
აზროვნების უნარი 0, სიტყვების რახა-რუხი და ბიბლიის და სასაცილოა და იქვე მისი გენიოსი ქმრის სიტყვების მოშველიება)) ღმერთო, მართლა გაუნათე გონება!
04:37 / 24-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ირინე
ვაი შენს პატრონს და იმასაც ვინც შენ გისმენს შიშს რომ თესავ ხალხში
21:49 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
kato
OMG!
21:45 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
მანო
ესეც ალბათ დეპუტატობას უმიზნებს და ავშენდით
20:24 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
გიო
კლავიატურის ლომებო ერთი წლის წინ რომ ეთქვათ ისეთი რაღაც მოხდება მალე ყველაფერი დაიკეტებაო,მაშინაც ხომ გოიმად ჩათვლიდით იმ ხალხს ,ჰოდა რატომ ხართ ასი პროცენტით დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი არ მოხდება რაც ხატიამ დაწერა,მითუმეტეს რომ უდიდესი წმინდანების წინასწარმეტყველებაზეა საუბარი, თქვენი ეს შეურაცხმყოფელი კომენტარები მხოლოდ ხატიას არ ეკუთვნის და დაფიქრდით ამაზე , ერთი მამა გაბრიელის საფლავზე მივიდა ნახევარი საქართველო და მეორე თქვენ საფლავებზე მოვა ასი წლის შემდეგ ღმერთმა გაშოროთ....
19:35 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ჰაე ჰაე
გაზაფხულია დგება მაისი...... ......
18:11 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
მორწმუნე
ძალიანჭკვიანი ქალი ხათ
17:32 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
rusa
ამ ქალს პატრონი არ ყავს? აშკარად ვერ არის კარგად და შველა უნდა!
17:28 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ვაჰჰ
ეს ქალი გამუდმებით რომ არ აპიაროთ არ იქნება?გვეცით პატივი და მოიღეთ მოწყალება
16:05 / 23-09-2020
გამოხმაურება / 1 /
ანტონი
ვინც ასე ფეხდაფეხ დასდევს და აქვეყნებს ხატიას სიბრძნეებს, ეტყობა იზიარებს და ეთანხმება.
15:45 / 05-10-2020
ნენე
შოკში ვარ. ამ ქალის სიბეცეს არ ჰქონია საზღვარი. ღმერთი რომც არსებობდეს, თავს მოიკლავდა ამისთანა ბრბოს ყოლისთვის!
15:47 / 23-09-2020
გამოხმაურება / 1 /
თამარ
ღმერთო ჩემო,.როგორი დახურული გაქვთ სულიერი ხედვა და თვალი...
10:29 / 01-10-2020
TOPS