23 სექტემბერი, 2020
"ჩემმა ქმარმა მითხრა, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდესო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კართან დგას..." - ხატია სიჭინავას წინასწარმეტყველება ადამიანების "დაჩიპვაზე"
ხატია სიჭინავა სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლო გადადებას ეხმაურება და წერს, რომ აღსასრული ახლოა და მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან...

"სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში… და ეს არ არის ჩვენი მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება.
მეტიც, მოქალაქეობაც არ გვექნება პასპორტში. დიახ, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას.

ცალი თვალი მაინც ვისაც აქვს გადავლებული ბიბლიისთვის იცის, რომ ერთიან მსოფლიოს ერთმმართველი ეყოლება და კი არიან ისეთები ვინც დღეს იცინის,
მაგრამ ვინც იცინის ბოლოს იცინის… ბრძოლისუნარდაკარგული საზოგადოება, საკუთარი ფეხით გაყვება დასაკლავი ცხვარივით ამ კარგად დადგმულ გეგმას... ბრძოლა დროს მოგვაგებინებდა, რომ ჩვენი შვილებისთვის რამოდენიმე წელი მაინც გვეჩუქებინა თავისუფლების, მაგრამ ვაი, რომ ეკლესიას ჩამოშორებული იუდას კლასტერი ადვილი სამართავია პირზე აფარებული და მოგუდული.

Rating

დიახ, სკოლა არ დაიწყება... ვიღაცები წავალთ მიწაზე სახლებს გავამაგრებთ, როგორც ეს უკვე დიდი ხნის წინ გვითხრა პატრიარქმა და გვიწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა და წმინდა ბერებმა...

ვიღაცეები აიცრებიან, დაიჩიპებიან და უკვე მერამდენედ უარყოფენ ღმერთს...

დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, შეუცნობელია ღვთის გზები, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდეს და ავცდეთო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კარებთან დგას, კი არ გიკაკუნებთ, კარებს ანგრევს და ელოდება თქვენს მიპატიჟებას, რომ კარი გაუღოთ!

ერთი სუსტი წერტილი აქვს ბოროტს, თუ კარი არ გაუღე და არ მიიპატიჟე, ისე ვერ შემოდის შენს სამყაროში, გულში და ცხოვრებაში. ხოდა გაუღეთ... შიში ამაში ძალიან შეგიწყობთ ხელს! ჩვენი მთავრობა რუპორია...

Rating

რასაც უბრძანებენ, რამდენადაც გავიყიდებით, იმდენად გაგვყიდიან ჩვენივე ნებით, როგორც დასაკლავი ცხვარი, მივყვებით სასაკლაოზე.

ვინ იშიმშილებს და ვინ ვერ გაუძლებს წინასამზადის პერიოდს, არც ეგ ანაღვლებს არავის. ვწუხვარ რომ ჩემს შვილებს მოუწიათ ამ დროში ცხოვრება. ვწუხვარ, რომ ღმერთი აღარ ცხოვრობს ბევრის სახლში და გულში.

ვწუხვარ რომ მე ერთი ცალი, ან თუნდაც ათი ჩემნაირი, საკმარისი არ არის ამ ბრძოლისთვის. და თუ მაინც საჭიროა ჩემი ხმა, თუ ვიღაცის გულამდე მაინც შემიძლია მივიტანო ამბავი უფალო, მომეცი ძალა... დანარჩენი ყოველდღიურად და ნაბიჯ-ნაბიჯ იხილეთ საკუთარი თვალებით, რომელიც ზოგიერთებს გვიან აგეხილებათ... და მაინც... ოდითგანვე ასე იყო... ბოროტსა სძლია კეთილმან.

Rating
თუმცა კეთილი ადამიანები ალბათ კაენის და აბელის დროსაც იყვნენ და სოდომის და გომორის დროსაც…" - წერს ხატია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
1
ესენი ვინ არიან??? რას იძახიან??? აუუ რა სიბნელეაააა.... განათლება , განათლება და მხოლოდ განათლებაააა!!!!!!
00:59 / 28-09-2020
გამოხმაურება / 1 /
მაკა
წმინდა წერილი და ბიბლია გეუბნებათ მაგას , ხატია არ იგონებს ამას
10:24 / 01-10-2020
ნია
მართლა რა ბნელები ხართ!აზრზე არ ხართ რა ხდება სამყაროში ტვინდაბნეულებო.ეს გოგო მართალს იძახის ამჯერად.კორონა კი არა უტვინობა და მონობა მოგკლავთ.პირველები გაიქცევით ვაქცინაზეც,ჩიპზეც .
01:45 / 27-09-2020
გამოხმაურება / 1 /
Gio
მართალი ხარ ნია ესენი არიან ის ხალხი ვისაც ჩიპიზაცია უნდა
16:36 / 29-09-2020
ვიკა
ეს ბიჭი ხომ მთლად დააშტერა საცოდავი ... იყავი მაინც ჩუმად შენთვის ჩვენ თავი გაგვანებე ... ქაჯმაჯუნა შენა ძაან სასაცილო ხარ...
19:26 / 26-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ანი
ხატია არ შეუშინდე ამ შტერ კომენტარებს,,არიან ადამიანები ვინც ზუსტად ასე ვპიკრობტ მსოპლიოში შწექმნილ მდგომარეობაზე. მე არც ამ კომენტარების არ მჯერა! არ არსებობს ამდენი გამოშტ---ბული იყოს საქარტველოში რომლიც უპლის გზას ასე უარყოპდეს! არ მჯერა, იმირტომ რომ მყავს მეგობრები, მაგრამ ვიცი რომ ასეტები ცოტანი ვარტ... რაღა უნდა გაგვიკვირდეს ადამიანებისგან , აგანსაკუტრებიტ ამ გადარეულ მსოპლიოში, როდესაც ყპალი ჯვარზე გააკრეს ზუსტად ამისტანებმა!!! დიდება უპალო და დაგვიპარე, გვაჩვენ შენი გზა რომ გამოგყვეტ და ბოროტმა ვერ მოაზერხოს ჩვენი დამარცხება! ამინ!
08:57 / 26-09-2020
გამოხმაურება / 1 /
ქეთი
ხატია მართალი ხარ
12:13 / 29-09-2020
კატო
ვირუსზე მეტად ასეთი ადამიანები მაშინებს. საინტერესოა, ბავშვები არ აუცრია არასდროს? რას ერჩის კი მაგრამ
00:17 / 26-09-2020
გამოხმაურება / 0 /
თაია
ამას ყველაფერს როცა მიხვდებიან ადამიანები უკვე ძალიან გვიანი იქნება. ეხლა არავის სჯერა და შტერს ეძახით. კარგად დაიმახსოვრეთ, რაც გესმით და ხედავთ. წაიკითხეთ ბიბლია, წმინდა მამათა წერილები , მოუსმინეთ იმ ხალხს ვისაც კარგა ესმის ეს საკითხი.თუ მოემზადებით სულირად უფრო გაუძლებთ, ყველაფერ იმას რაც წინ გველოდება , თუ არა და გაგიჭირდებათ, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე.
01:06 / 25-09-2020
გამოხმაურება / 0 /
daviTi
უგზო უკვლოდ პრადვინუტებო და კლავიატურის გენიოსებო, შტერული რა თქვა ამ სტატიაში?
13:16 / 24-09-2020
გამოხმაურება / 0 /
123
ბიბლია ხომ სულ გადაბულბულებული აქვს...
13:07 / 24-09-2020
გამოხმაურება / 0 /
marTali
ყოჩაღ. ღმერთმა გაგაძლიეროთ. დიდი გმირობა უნდა ასეთი სტატიის დაწერას.
11:30 / 24-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
გეთანხმები ხატია. ნუ უხსენებთ ამ გოგოს , ოთხი შვილის დედაა დაწუხს თავის შვილებზე. მეც ასევე ვდარდობ რა მოყვება კოვიდ 19 ს . რომელსაც ბოლო არ უჩანს. . მე სიამოვნებით შევიძებდი სოფელში სახლს და მიწას რადგან ნართლმადიდებლებს სხვა გზას არ დაგვიტოვებენ. ეს ჟამი ახლოა ძალიან ახლოა. ზომბები განა ტყუილად მოიგონეს. დაჩიპული ადანიანების მართვა იოლია. მიეცი პროგრანა და მორჩა. ეშმაკთან ბრძოლა იწყება..
11:16 / 24-09-2020
გამოხმაურება / 1 /
სესილი
რეებს ბოდიალობთ, რას ნიშნავს სხვა გზას არ გიტოვებენ? ამდენი სოფელი მიტოვებულია, კახეთში ვიყავი წინა კვირას და 2 სართულიანი სახლები დიდი ეზოებით და ხეხილით დახუნძლული ბაღებით ღორების და ძროხების საჭმელ-მოსასვენებლადაა ქცეული! ყველამ უნდა გააღოს თავისი სოფლის დაკეტილი კარი, კიდევ იქ ხართ ჩარჩენილი რომ ქალაქი და ცენტრში ცხოვრება უფრო პრიორიტეტულია ვიდრე საკუთარ მიწა-წყალზე ყოფნა, ნეტავ მქონდეს, ერთი წამითაც არ გავჩერდებოდი! საქართველოში შეუძლებელია მშიერი იყო როცა ასეთი მიწა გაქვს და ელემენტარული საარსებო შეგიძლია შეიქმნა! სასწაული მიწებია მიტოვებული, ხეხილით, ყურძნებით სავსე... ამ გოგოს კომპლექსები ცალკე თემაა, დღემდე მანტია მოგდებული და დაჩოქილი ითხოვს თავის თავის რეაბილიტაციას როცა არ სჭირდება, სისულელეებს ბოდიალობს და ესენიც ხელს უწყობენ ამ იდიოტიზმის გავრცელებაში!
14:31 / 27-09-2020
TOPS