22 სექტემბერი, 2020
"დაოჯახებულია, მაგრამ ზღაპრული სიყვარული გვქონდა, ხალხი მისამძიმრებს..." - გია სურამელაშვილს პანდემიამ საყვარელი ადამიანი დააკარგინა
გია სურამელაშვილი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში სამძიმარს იღებს. მისი თქმით საყვარელი ადამიანი გულით გარდაეცვალა. თაყვანისმცემლები მომღერალს თანაუგრძობდნენ და ამხნევებდნენ.

გიასთან დაკავშირებას ორი დღის მანძილზე ვცდილობდით და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ინტერვიუს გადადებაც კი მოგვიწია... საბედნიეროდ, საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანი, რომელის გარდაცვალებასაც მომღერალს უსამძიმრებდნენ, ცოცხალია, გიას დიდი სიყვარული კი მკვდარი... დროებით მაინც...

- გია, ძალიან მძიმე სტატუსებს წერთ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში. როგორც მივხვდი, საყვარელი ადამიანი დაკარგეთ...

- დიახ, საყვარელ ადამიანს დავშორდი. ჩვენს შორის განხეთქილება კორონავირუსის დროს
დაიწყო და ურთიერთობა ნელ-ნელა შეილახა. ის  დრო, რასაც მე მითმობდა, არ მაკმაყოფილებდა და ამის გამო, ხშირად გვქონდა კონფლიქტი, ისე როგორც ყველა შეყვარებულს ადამიანს. შემდეგ იყო კიდევ გაუგებრობები, ასევე ამ პერიოდში ვსვამდი და აგრესიული ვხდებოდი ხოლმე, შეურაცხყოფას ვაყენებდი. არ ვამბობ, რომ მართალი ვარ, მაგრამ მანაც ჩაიხედოს გულში და თავისი სიმართლით გაიმარჯვოს. ფაქტია, რომ ვუყვარვარ და არ გარდაცვლილა.

Rating

- ცოცხალია? - სოციალურ ქსელში სამძიმარს იღებდით...

- დიახ, ცოცხალია, ხალხი მისამძიმრებს დღემდე, უბრალოდ მე დავუკავშირე ეს ურთიერთობა და გრძნობა სიყვარულის გარდაცვალებას. ძალიან თავისებური ადამიანია, ბოლოს ძალიან შეურაცხყოფილი იყო და ამის გამო ბოდიშიც მოვუხადე. ჩვენი მეგობრები ჩაერივნენ უცხოეთიდან, შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ... ეს ადამიანი მეუბნებოდა, რომ თუ ღმერთმა მეორეჯერ მომცა დაბადების შანსი, უფალს ვთხოვ, მეორე ცხოვრებაშიც ჩემი იყოო, შენთან ერთად დამეწყოს ახალი ცხოვრებაო. აქვე გეტყვით, რომ მას ოჯახი აქვს.

ძალიან ეჭვიანი იყო და ამ ყველაფერსაც ვიტანდი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ბევრს ვსვამდი და არაადეკვატური ვხდებოდი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიხდებოდა ხოლმე დალევა. წიგნი დაიწერება ისეთი სასიყვარულო ტექსტები აქვს ჩემთვის მოწერილი.

Rating

- თქვენ არ ეჭვიანობდით? - თქვით, რომ ოჯახი აქვს...

- დიახ, მაგრამ მე ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩვენი პაემანის დრო იყო ძალიან მოკლე და ეს მაწუხებდა. მასაც სამსახური აქვს და პლუს ოჯახი, მაგრამ იმხელა სიყვარული გქონდა, მაინც ვახერხებდი შეხვედრას. მე მისი ცხოვრების სიყვარული ვარ, ხუთი წლის წინ გავიცანი და ადრეც დავშორებულვართ ერთმანეთს, მაგრამ უფალმა ისევ შეგვახვედრა და დეკემბრის ათში ერთი წელი შესრულდებოდა, რაც ოფიციალურად გვქონდა მალული სიყვარული, დაფარული გრძნობით. რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ და ბედნიერები ვიყავით. ზოგადად მე პრეტენზიული ვარ და ვთვლიდი რომ ცოტა დროს მითმობდა, ამას ვიტანდი, მაგრამ ალკოჰოლის მიღებისას ფეთქებადი ვხვდებოდი და ვაღიარებ რომ საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ იქ სადაც სიყვარულია, პატიებაც უნდა იყოს...

- იმსახურებდით პატიებას?

- დიახ, ჩვენი სიყვარულიდან გამომდინარე ვიმსახურებდი... ამ ადამიანს დღესაც ვუყვარვარ და თვალყურსაც მადევნებს. მის გასაბრაზებლადაც ვლაპარაკობ რაღაც-რაღაცებს. ნასვამი ვიყავი და მის გასამწარებლად დავწერე სოციალურ ქსელში რომ გულით გარდაიცვალა...

Rating

- სცენიდან წასვლაც მის გამო მოიგონეთ?

- არა, სხვა ქვეყნებებში ვაპირებდი ცხოვრებას და კორონამ ხელი შემიშალა. ერთად წასვლაც გვქონდა დაგეგმილი. კორონას გამო ერთმანეთს ხშირად ვეღარ ვხვდებოდით. ჩვენ გვქონდა პატარა, ლამაზი ოჯახი, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს. ზღაპრული სიყვარული გვქონდა. ახლა სამი წერტილია დასმული ამ ურთიერთობაში და ჩემი მხრიდან ცოტა სიცივეა.

- ამ ინტერვიუს წაიკითხავს და რას ეტყოდით?

- ჩაიხედოს გულში... მე ვიცი, რომ მისი ცხოვრების სიყვარული ვარ და კარგად გაანალიზოს რაც მომწერა ბოლოს, თუ არ აქვს ის მესიჯი წაშლილი. ის ერთი სიტყვა წაიკითხოს, რამაც მაიძულა, რომ მის მიმართ გავციებულიყავი. ამას ჩაციკვლა არ ერქვა, სიყვარული ერქვა. ჩაციკვლა ის იქნება მის ცხოვრებაში, რაც უჩემობის მერე დაემართება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სიყვარული ახლა რეანიმაციაშია, ხელოვნურ სუნთქვაზეა და გადარჩება თუ არა, არ ვიცი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ექიმი
დღემდე ვერ გავიგე ამის შეყვარებულები მდედრები არიან თუ მამრები?? მე უკვე მგონია რომ არცერთი და იგონებს ყველაფერს ხალხის დასაბოლებლად. ეს კიდე ფსიქიატრიული შემთხვევაა!!!!
17:52 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
vvv
ვაიმე, ხალხო, ჩამქოლეთ, ძალიან გოიმი ვარ. ვერ მივხვდი ვერაფერს. ეს არსება საოხრეს მისტირის თუ მდედრი ახსენდება ვინმე ოდესღაც ისტორიიდან?
15:34 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აშკარად ვერ არის კარგად!
15:11 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ეხლა ეს რა არის? ან ვინ არის ან რატომ არის ან ამის სიყვარული ბერას ანახა მაინც :)
14:14 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
davita
ე, ბიჯო თუ გოგო, ვერ მივხვდი მოკვდა თუ არა. თუ რეანიმაციაშია რას გვანერვიულებს ეს კინტო. მთელი დღეა ამ საიტზე დადებულ მის სურათებს ვუყურებ და თანაგრძნობისაგან გული ტირის
13:54 / 23-09-2020
გამოხმაურება / 0 /
vaxo_5
ვერ გავიგე, ლაპარაკი ქალზეა, თუ კაცზე...
13:24 / 23-09-2020
გამოხმაურება / 3 /
გურული
ძამა, მაგას რა გაგება უნდა?! აი, ქალია, ის კიდო კაცია. ამის მერე ქე იცი... ფუი, ეშმაკს
16:27 / 23-09-2020
dato
სიყვარულს რას გოუგებ ჩემო ოლღა
17:06 / 23-09-2020
მანო
რა მნიშვნელობა აქვს,განიცდის კაცი თუ ქალია?
20:32 / 23-09-2020
მოქალაქე
ქალია თუ კაცი? მისი სიყვარული მაქვს მხედველობაში. ანუ ლესბოსელია თუ პედერასტი?
12:05 / 23-09-2020
გამოხმაურება / 1 /
მოქალაქეს!
რა თქმა უნდა, ორივე ერთად. აბა, ამხელა სიყვარულს რა შეჰქმნიდა?
10:51 / 27-09-2020
თომა
ვაი შენს პატრონს!
09:36 / 23-09-2020
გამოხმაურება / 1 /
თომა-ს!
სად ჰყავს პატრონი.
10:48 / 27-09-2020
გიო
წასული სიყვარული მდედრია?
01:54 / 23-09-2020
გამოხმაურება / 2 /
პიპინია
მდედრი რომ ყოფილიყო იტყოდა ან მოიხსენიებდა როგორც ქალბატონს ან .... რახან არ ამბობს ესიგი კაცია. ამის კუბო დავდგი მე ამისი
22:55 / 23-09-2020
გიო-ს!
შაყირობ გიო?
10:46 / 27-09-2020
TOPS