გიასთან დაკავშირებას ორი დღის მანძილზე ვცდილობდით და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ინტერვიუს გადადებაც კი მოგვიწია... საბედნიეროდ, საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანი, რომელის გარდაცვალებასაც მომღერალს უსამძიმრებდნენ, ცოცხალია, გიას დიდი სიყვარული კი მკვდარი... დროებით მაინც...
- გია, ძალიან მძიმე სტატუსებს წერთ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში. როგორც მივხვდი, საყვარელი ადამიანი დაკარგეთ...
- დიახ, საყვარელ ადამიანს დავშორდი. ჩვენს შორის განხეთქილება კორონავირუსის დროს
- ცოცხალია? - სოციალურ ქსელში სამძიმარს იღებდით...
- დიახ, ცოცხალია, ხალხი მისამძიმრებს დღემდე, უბრალოდ მე დავუკავშირე ეს ურთიერთობა და გრძნობა სიყვარულის გარდაცვალებას. ძალიან თავისებური ადამიანია, ბოლოს ძალიან შეურაცხყოფილი იყო და ამის გამო ბოდიშიც მოვუხადე. ჩვენი მეგობრები ჩაერივნენ უცხოეთიდან, შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ... ეს ადამიანი მეუბნებოდა, რომ თუ ღმერთმა მეორეჯერ მომცა დაბადების შანსი, უფალს ვთხოვ, მეორე ცხოვრებაშიც ჩემი იყოო, შენთან ერთად დამეწყოს ახალი ცხოვრებაო. აქვე გეტყვით, რომ მას ოჯახი აქვს.
ძალიან ეჭვიანი იყო და ამ ყველაფერსაც ვიტანდი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ბევრს ვსვამდი და არაადეკვატური ვხდებოდი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიხდებოდა ხოლმე დალევა. წიგნი დაიწერება ისეთი სასიყვარულო ტექსტები აქვს ჩემთვის მოწერილი.
- თქვენ არ ეჭვიანობდით? - თქვით, რომ ოჯახი აქვს...
- დიახ, მაგრამ მე ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩვენი პაემანის დრო იყო ძალიან მოკლე და ეს მაწუხებდა. მასაც სამსახური აქვს და პლუს ოჯახი, მაგრამ იმხელა სიყვარული გქონდა, მაინც ვახერხებდი შეხვედრას. მე მისი ცხოვრების სიყვარული ვარ, ხუთი წლის წინ გავიცანი და ადრეც დავშორებულვართ ერთმანეთს, მაგრამ უფალმა ისევ შეგვახვედრა და დეკემბრის ათში ერთი წელი შესრულდებოდა, რაც ოფიციალურად გვქონდა მალული სიყვარული, დაფარული გრძნობით. რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ და ბედნიერები ვიყავით. ზოგადად მე პრეტენზიული ვარ და ვთვლიდი რომ ცოტა დროს მითმობდა, ამას ვიტანდი, მაგრამ ალკოჰოლის მიღებისას ფეთქებადი ვხვდებოდი და ვაღიარებ რომ საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ იქ სადაც სიყვარულია, პატიებაც უნდა იყოს...
- იმსახურებდით პატიებას?
- დიახ, ჩვენი სიყვარულიდან გამომდინარე ვიმსახურებდი... ამ ადამიანს დღესაც ვუყვარვარ და თვალყურსაც მადევნებს. მის გასაბრაზებლადაც ვლაპარაკობ რაღაც-რაღაცებს. ნასვამი ვიყავი და მის გასამწარებლად დავწერე სოციალურ ქსელში რომ გულით გარდაიცვალა...
- სცენიდან წასვლაც მის გამო მოიგონეთ?
- არა, სხვა ქვეყნებებში ვაპირებდი ცხოვრებას და კორონამ ხელი შემიშალა. ერთად წასვლაც გვქონდა დაგეგმილი. კორონას გამო ერთმანეთს ხშირად ვეღარ ვხვდებოდით. ჩვენ გვქონდა პატარა, ლამაზი ოჯახი, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს. ზღაპრული სიყვარული გვქონდა. ახლა სამი წერტილია დასმული ამ ურთიერთობაში და ჩემი მხრიდან ცოტა სიცივეა.
- ამ ინტერვიუს წაიკითხავს და რას ეტყოდით?
- ჩაიხედოს გულში... მე ვიცი, რომ მისი ცხოვრების სიყვარული ვარ და კარგად გაანალიზოს რაც მომწერა ბოლოს, თუ არ აქვს ის მესიჯი წაშლილი. ის ერთი სიტყვა წაიკითხოს, რამაც მაიძულა, რომ მის მიმართ გავციებულიყავი. ამას ჩაციკვლა არ ერქვა, სიყვარული ერქვა. ჩაციკვლა ის იქნება მის ცხოვრებაში, რაც უჩემობის მერე დაემართება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სიყვარული ახლა რეანიმაციაშია, ხელოვნურ სუნთქვაზეა და გადარჩება თუ არა, არ ვიცი.