17 სექტემბერი, 2020
ჯაბა ბოჯგუა, რომელიც წლები კომაში იყო, გარდაიცვალა
მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა, რო­მე­ლიც წლე­ბი კო­მა­ში იყო, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის დედა ავ­რცე­ლებს.

"ამ დღის სულ მე­ში­ნო­და..... ჯაბა აღარ მყავს..... შე­ნით ვარ­სე­ბობ­დი და შე­ნით ვსუნ­თქავ­დი დედი... სი­ცო­ცხლე შენს გამო მინ­დო­და..... ჯაბა .............ჩემო ერ­თა­დერ­თო..." - წერს მა­ნა­ნა გვა­სა­ლია.

ცნო­ბის­თვის, მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა 12 წე­ლია უკვე კო­მა­შია. მას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია და 86 წლის ბებო უვ­ლიდ­ნენ, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვ­და. ქალ­ბა­ტო­ნი გა­სულ წელს, ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ემსხვერ­პლა.

ჯაბა ბოჯ­გუ­ას გუ­ლ
ის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და, წლე­ბის წინ, ის და­ა­პა­ტიმ­რეს და გუ­ლის შე­ტე­ვა ცი­ხე­ში მო­უ­ვი­და. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს და კო­მა­ში ჩა­ვარ­და. იმ­ჟა­მად მომ­ღე­რა­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS