08 სექტემბერი, 2020
"იძულებული ვარ ბინა გავყიდო, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ალბათ, ასეთია" - ნინი ბადურაშვილი
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას მიმართავს.

ბადურაშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

"ვაკის, კერძოდ ჭავჭავაძის გალამაზება, შეკეთება ძალიან მისასალმებელი ფაქტია, უდაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია! ეს კარგი მხარე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს! ახლა მეორე პრობლემურ მხარეს უნდა შევეხო! მე ვცხოვრობ ყიფშიძის ქუჩაზე, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იძულებული ვარ ბინა გავყიდო და გადავიდე სხვა ტერიტორიაზე, რადგან ამ ბოლო დროს თქვენ თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ყიფშიძის ქუჩაზე, იქ
აღარასდროს მეორედ აღარ მიხვალთ! თუ ჯოჯოხეთი არსებობს ალბათ ასეთია, რაც აქ ტრიალებს!

მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, თუ გადაკეთდეს რომ სიტუაცია გამოსწორდეს! ფაქტია, რომ მე და ბევრი ჩემნაირი სახლში ვეღარ მივდივართ! საჯაროდ გთხოვთ, რამე იღონოთ და უშველოთ არსებულ მდგომარეობას! ეს საცობი არაა, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, რომელიც თუ დროზე არ გამოსწორდა ცუდად დამთავრდება სავარაუდოდ!

იმედია, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის აზრს გაითვალისწინებთ! მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ, ბევრია ვინც ჩემნაირად ფიქრობს და განიცდის! იმედია სიტუაციას რამენაირად დროულად გამოასწორებთ! მადლობა ყურადღებისთვის!" - წერს ბადურაშვილი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
)))
ეს კალიაძე მგონი მიშას ტროას ცხენია
20:00 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ლალო
ყიფშიძე იტირებს შენზე, მერე იმღერებს!
19:05 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
manana
გატუტუცებული ქალი!
15:45 / 09-09-2020
გამოხმაურება / 1 /
ნინო
რას ერჩით?
16:26 / 10-09-2020
$$
იცვლება 5 ოთახიანი ბინა ვაკიდან გლდანში ერთოთახიანზე, თუ ვინმე "მსურველი" გამოჩნდა შესაძლოა თანხაც დაგიმატოთ მანქანისთვის...
09:23 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ერიჰაა
არა ჰაა არ გაყიდო.
03:13 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
კოტე
ახლახანს უკვე მეორედ, ავტობუსი და მსუბუქი შეეჯახა ერთმანეთს. ეს მეორე შემთხვევაა სექტემბრის დასაწყისიდან. ეჰჰ ამის სიჯიუტის გამო უნდა ვიწამოთ ყველამ!!!
21:43 / 08-09-2020
გამოხმაურება / 0 /
Cyberbob
ეს მოსალოდნელი იყო. როცა ერთს აკეთებ მეორე არ უნდა გააფუჭოს თორემ ყველაფერი წყალში გადაყრილი გამოდის.
17:17 / 08-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ფეხბურთელი ქალაქის მერი კი არ უნდა იყოს , არამედ ის უნდა ყოფილიყო სპორტის მინისტრი, ბიზმესმენი ბიძინა ბიზნეს უნდა ხელმძღვანელობდეს და არა სახელმწიფოს. პირიქით რომ ხდება საქართველოში მიტომ არის ესეთი ქაოსი და თუ ესე გაგრძელდება მთლად დაიძირებით მტვერსა და ჭაობში. ვისაც ეს გინდოდათ ეხლა ნუღა წუწუნებთ გაგებით უნდა მოეკიდოთ ყველაფერს ასე ბრძანა ქვეყნის დამაქცეველმა ცრუპენტელა ბიძინამ. ისე მაგრად შეგისრულათ
16:13 / 08-09-2020
გამოხმაურება / 0 /
$$
რა ვიცი, ბებიაშენმა კი მაგისი შემოქმედების ლოცვაში დალია სული
14:17 / 08-09-2020
გამოხმაურება / 0 /
Status quo
ვაკე გახდა ქვის ჯუნგლები. საზიზღარი საცხოვრებლად.
14:10 / 08-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS