08 სექტემბერი, 2020
"იძულებული ვარ ბინა გავყიდო, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ალბათ, ასეთია" - ნინი ბადურაშვილი
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას მიმართავს.

ბადურაშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

"ვაკის, კერძოდ ჭავჭავაძის გალამაზება, შეკეთება ძალიან მისასალმებელი ფაქტია, უდაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია! ეს კარგი მხარე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს! ახლა მეორე პრობლემურ მხარეს უნდა შევეხო! მე ვცხოვრობ ყიფშიძის ქუჩაზე, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იძულებული ვარ ბინა გავყიდო და გადავიდე სხვა ტერიტორიაზე, რადგან ამ ბოლო დროს თქვენ თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ყიფშიძის ქუჩაზე, იქ
აღარასდროს მეორედ აღარ მიხვალთ! თუ ჯოჯოხეთი არსებობს ალბათ ასეთია, რაც აქ ტრიალებს!

მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, თუ გადაკეთდეს რომ სიტუაცია გამოსწორდეს! ფაქტია, რომ მე და ბევრი ჩემნაირი სახლში ვეღარ მივდივართ! საჯაროდ გთხოვთ, რამე იღონოთ და უშველოთ არსებულ მდგომარეობას! ეს საცობი არაა, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, რომელიც თუ დროზე არ გამოსწორდა ცუდად დამთავრდება სავარაუდოდ!

იმედია, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის აზრს გაითვალისწინებთ! მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ, ბევრია ვინც ჩემნაირად ფიქრობს და განიცდის! იმედია სიტუაციას რამენაირად დროულად გამოასწორებთ! მადლობა ყურადღებისთვის!" - წერს ბადურაშვილი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
გია
ფასი?
18:26 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ქეთუსია
ცარიელი თავთავი!
18:13 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
შVავი
კარლო წვრილად აზროვნებს, დაგიწვრილათ ასფალტი? ხოდა ჭამეთ რაც მოგართვათ! ახია თქვენზე
16:42 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლე ნინა და მალე მიხვალ სახლში, და კიდევ ერთი მანქანა გაჩერდება. მერე სხვა მოგბაძავს და ის სხვაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებს და კიდევ მეორე მანქანა გაჩერდება. შემდეგ საცობიც აღარ იქნება ასე რო მოიქცეს ყველა, მერე ყიფშიძეზე და ზოგადად ქალაქში რა კარგი ჰაერი იქნება რომელიც საციცოცხლოთ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ლამაზი მანქანით გადაადგილება.
14:32 / 10-09-2020
გამოხმაურება / 3 /
მარიამი
მართალი ბრძანდებით
16:56 / 10-09-2020
ანა
გეთანხმებით
01:48 / 11-09-2020
...
რა იდიოტიზმია, მანქანა თუ ჰყავს ადამიანს რატო იაროს სხვა ტრანსპორტით?
02:49 / 11-09-2020
მიქელა
კარგით ახლა, ხალხო. რა თქვა ამისთანა ამ გოგომ, შუაზე რომ გაგლიჯეთ ლამის. ტყუილი თქვა? შეურაცხყო ვიმე? დაგიშავათ რამე?...
12:36 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
დათო
მერე ამოიგეტ ხმა ვაკელებმააა ,რას დამუნჯებულხარტ!!!ან მაშინ გაჩუმდით და ნუგარ წუწუნებტ!!!
12:27 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ნოდარი
მაგარი კომერსანტი ხარმ ნინი... ჯოჯოხეთიაო იძახი და მყიდველების რიგი დაგიდგება ამ ,,რეკლამის" შემდეგ?
10:55 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
იცით რა არის მტავარი პრობლემა?ეს გაკეთებული პროექტი არამგონია სშეიცვალოს,ანუ ჯერ დზლივს გავიდნენ ფონს და დაამტავრეს ვაი ვაგლახიტ,აწი მოქალაქეებზეა დამოკიდებული,ვინ როგორ ვიმოდძრავებტ,რომ ერტმანეტს ხელი აგარ სშეუშალოტ,ანუ ჩვენი სჰინაგანი კულტურა უნდა გამოვიჩინოთ ,და ისევ ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ საკუტარ თავებს,ნერვები არ ავიჩეჩოთ,დავუთმოთ ერთმანეთს,ფეთქებადები ნუ ვიქნებით,და მერე ნელანელა დალაგდება ყველაფერი,ასე რომ,საკუთარ აზრებსჰია ,კარგად ცშასახედი და მერე,რეზულტატს მივიგებთ,რომლის დახვეწაც აუცილებელი იქნება,დანარცშენი დალაგდება,,,,მეტანხმები ..ნინი?
02:35 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
დღეს ვიყავი ყიფშიძეზე და მართლაც,რომ საშინელება ხდება!
23:51 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
დავით
ავტობუსით რო იარო? :D
20:44 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS