08 სექტემბერი, 2020
"იძულებული ვარ ბინა გავყიდო, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ალბათ, ასეთია" - ნინი ბადურაშვილი
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას მიმართავს.

ბადურაშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

"ვაკის, კერძოდ ჭავჭავაძის გალამაზება, შეკეთება ძალიან მისასალმებელი ფაქტია, უდაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია! ეს კარგი მხარე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს! ახლა მეორე პრობლემურ მხარეს უნდა შევეხო! მე ვცხოვრობ ყიფშიძის ქუჩაზე, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იძულებული ვარ ბინა გავყიდო და გადავიდე სხვა ტერიტორიაზე, რადგან ამ ბოლო დროს თქვენ თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ყიფშიძის ქუჩაზე, იქ
აღარასდროს მეორედ აღარ მიხვალთ! თუ ჯოჯოხეთი არსებობს ალბათ ასეთია, რაც აქ ტრიალებს!

მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, თუ გადაკეთდეს რომ სიტუაცია გამოსწორდეს! ფაქტია, რომ მე და ბევრი ჩემნაირი სახლში ვეღარ მივდივართ! საჯაროდ გთხოვთ, რამე იღონოთ და უშველოთ არსებულ მდგომარეობას! ეს საცობი არაა, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, რომელიც თუ დროზე არ გამოსწორდა ცუდად დამთავრდება სავარაუდოდ!

იმედია, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის აზრს გაითვალისწინებთ! მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ, ბევრია ვინც ჩემნაირად ფიქრობს და განიცდის! იმედია სიტუაციას რამენაირად დროულად გამოასწორებთ! მადლობა ყურადღებისთვის!" - წერს ბადურაშვილი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ქეთევანი
დააყენე მანქანა და იარე ფეხით. ტრასპორტი მშვენივრად მუშაობს. თანდათანობით სხვებიც მიხვდებიან და ფეხით ივლიან. წაილეკა უკვა ქალაქი ამ მანქანებით რა. მობილურებივიტ ყიდულობთ უკვე ყველა.
21:11 / 12-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ვ100კო
15 და 20-მილიონიან ქალაქებს ქმნის და მართავს ხალხი (ჭკვიანი ხალხი), მაგრამ ამათ ხომ ტვინი არ აქვთ?!...
16:46 / 12-09-2020
გამოხმაურება / 0 /
Kartveli
Soolelebis xsenebamde eg tqveni piris gru magrad gamouxexet
09:52 / 12-09-2020
გამოხმაურება / 0 /
სეი
თბილისში ცხოვრების ხარისხი სულ მალე კამბოჯისას გადაუსწრებს. სრული ქაოსი და ეკოლოგიურად საშინელი მდგომარეობაა. არც საფეხმავლო გზები, არც ხეები, არც გზები. ასეთი ტემპით განვითარება და “ურბანიზაცია” სრულ კატასტროფამდე მიიყვანს ამ ქალაქს და მერე ძალიან გვიანი იქნება ბეტონების მთებიდან, რამე ნორმალურის შექმნა. საშინელება ხდება თბილისის თითქმის ყველა უბანში. ან იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, ვინც ჩაკვეხებულ ბინებს ყიდულობს, სადაც არც ეზოა, არც სუფთა ჰაერი, არც სიწყნარე, და სადაც ყველა პირობაა, იმისთვის, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ 10 წლით შემცირდეს. ესაა გენოციდი საკუთარი ერის და სამწუხაროდ ხალხიც ამ გენოციდს ასე მდუმარედ, პროტესტების და აქციების გარეშე ღებულობს. შვილებს ტყეს არადა ბეტონების ჯუნგლებს შევუნახავთ, სადაც არც ესთეტიკა, არც ხარისხი, არც ცხოვრების სურვილი აღარ ექნებათ.
22:19 / 11-09-2020
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რა თავს დაესხით ამ გოგოს, მართალს ამბობს, ეგ ქალაქში დაიბადა და სოფელში რათ უნდა წავიდეს, როცა თქვენ სოფლიდან ჩამოსულებს არ გინდათ იქ დაბრუნება. ისე კი ნინი ოცნებას ტაშს რომ უკრავ მათი უტვინობის გამო იშალე ნერვები ახლა საცობებში
15:23 / 11-09-2020
გამოხმაურება / 1 /
თამარი
საცობები ქართულმა ოცნებამ შექმნა?
15:21 / 14-09-2020
პელე
თქვენ ეტყობა ნამდვილი კოჯოხეთი არ იცით რა არის, თუ ამათ დატოვებთ ხელისუფლებაში ჯოჯოხეთი მერე ნახეთ)))
15:02 / 11-09-2020
გამოხმაურება / 0 /
რენე
ოხხ, ბადუროვი შეწუხდა! დედა, რაღა გვეშველება, ვაი შენს პატრონს მართლა, რა ფუყეც იყავი, ის დარჩი!
14:42 / 11-09-2020
გამოხმაურება / 0 /
+++
როდის გახდა სავალდებულო თბილისში ცხოვრება? გადადით მომცრო ქალაქებში, გადასახლდით სოფლებში. თქვენც დაისვენებთ და ისინიც, ვისთვისაც პროფესიიდან გამომდინარე, აუცილებელია დედაქალაქში ცხოვრება. საერთოდ, ვინ არის ეს გოგო? ვის აინტერესებს სად ცხოვრობს? რა მისწონს ან არ მოსწონს? არც მომღერალია, არც მსახიობი!!! ორივეს კი იჩემებს. ის რაღაც გადაცემა, "შოუ", სხვას მოძებნის -- უფრო ჭკვიანს, უფრო განათლებულს და გარეგნობითაც უფრო ასატანს. ნუ უწევთ რეკლამას ასეთ უსაქმურ და უნიჭო ხალხს!!!
23:57 / 10-09-2020
გამოხმაურება / 1 /
მე სოფლელი ვარ
ეს გოგო თბილისელია, ამას რატომ აგზავნი სოფელში? მთელი სოფელი რომ თბილისში გაიქცით, იმის მაგივრად, რომ თქვენ გადასულიყავით ქალაქური ცხოვრების სტილზე, პირიქით, ქაკაქი გადაასოფკელეთ, აივნიდან რომ ყრით ნაჭამ კიტრებს და ვაშლებს, თქვენ დაბრუნდით იქ, სადაც თქვენი ადგილია. მოაწყეთ ღრეობები ეზოებში, უყარეთ ნაჭამი ვაშლები აივნებიდან ეზოში ღორებს და ყველა დაისვენებს. მაგრამ არააა...მე-15 სართულიდან უნდა ისროლოთ ნაგავი და კორპუსის ეზოებში უნდა შეწვათ მწვადი.
15:15 / 11-09-2020
მე
არავის არ უნდა დათმოს პერსონალური მანქანა და გადაადგილდეს საზოგადო ტრანსპორტით და სხვანაირად როგორ მიგაჩნიათ პრობლემის მოგვარება? ყველა ელოდება სხვამ რომ დათმოს, თვითონ არა. მე პირადად მყავს ავტომობილი მაგრამ ქალაქის მასშტაბით საზოგადო ტრანსპორტს ვიყენებ. ესე ნაკლებად ვიშლი ნერვებს და ატმოსფეროსაც არ ვაბინძურებ.
19:50 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
მე
არავის არ უნდა დათმოს პერსონალური მანქანა და გადაადგილდეს საზოგადო ტრანსპორტით და სხვანაირად როგორ მიგაჩნიათ პრობლემის მოგვარება? ყველა ელოდება სხვამ რომ დათმოს, თვითონ არა. მე პირადად მყავს ავტომობილი მაგრამ ქალაქის მასშტაბით საზოგადო ტრანსპორტს ვიყენებ. ესე ნაკლებად ვიშლი ნერვებს და ატმოსფეროსაც არ ვაბინძურებ.
19:47 / 10-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS