23 აგვისტო, 2020
"ახლა ძალიან ნუ გადამირბენთ.." - ნანიკო ხაზარაძემ მამა პანსიონატში წაიყვანა
ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ მამა პან­სი­ო­ნატ­ში წა­იყ­ვა­ნა. ნა­ნი­კოს ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს. ნა­ნი­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა აქვს.

"ვი­საც ჩემ­ზე უფრო გიყ­ვართ მა­მა­ჩე­მი, გე­ლო­დე­ბით ყიფ­ში­ძის 16 ნო­მერ­ში. თქვენ გექ­ნე­ბათ იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი და ტე­ლე­ვი­ზო­რი, კვე­ბა თა­ვის­თა­ვად. მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რი აქვს.ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა -

თა­ვის ტვი­ნის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტის პროგ­რე­სი­რე­ბა­დი დაქ­ვე­ი­თე­ბით.

ვი­საც შე­ხე­ბა არ ქო­ნია ამ დი­აგ­ნოზ­თან, რთუ­ლად გა­ი­გებს მის ხა­სი­ათს, რო­მე­ლიც ფა­ზე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. თა­ვი­დან შე­უმ­ჩნევ­ლად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი და ერთ მშვე­ნი­ერ
დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ ჩიხ­ში ხარ!

დღეს მა­მა­ჩე­მის­თვის ხან მისი და ვარ, ხან მე­უღ­ლე, ხა­ნაც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი...

"უკა­ნას­კნელ ცნო­ბებ­ში" ნახა თით­ქოს მის­მა დამ ქო­ნე­ბა და­უ­ყა­და­ღა. ჩემი შვი­ლი ლილუ "რა ლა­მა­ზი ქა­ლია"

მე ქვეშ-ქვე­შა ვარ.

გი­ორ­გი გა­ხა­რია მის ოთახ­ში ატა­რებს ბრი­ფინ­გებს.და ა.შ .

ჰოო დის­ტან­ცი­უ­რად "საყ­ვარ­ლო­ბაა"და ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად მისი მოვ­ლა ჯო­ჯო­ხე­თი! მა­მას, თუნ­დაც მომ­ვლელ­თან ერ­თად სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვე­ბა რის­კია! და­მა­ლუ­ლი გა­სა­ღე­ბი, ასან­თი, პულ­ტე­ბი, გა­მო­კე­ტი­ლი ოთა­ხი. ჩემ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი რეკ­ვა, ღამე, ამი­ტომ წა­ვიყ­ვა­ნე პან­სი­ო­ნატ­ში, სა­დაც "მის­ნა­ი­რე­ბი" ცხოვ­რო­ბენ.

ახლა მა­მა­ჩე­მი თავს არა­ჩე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს, მღე­რის, უკ­რავს, ცეკ­ვავს, ლექ­სებს კი­თხუ­ლობს, ქალი მოს­წონს, ქა­ლებს მოს­წონთ, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ყავს, ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავს და რაც მთა­ვა­რია, ხელ­ფა­სი აქვს. ის დღეს ბედ­ნი­ე­რია და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მა­ი­ას ეს - მა­ი­ა­კოვ­სკის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ლექ­სი, დაკ­ვრა და მე­დი­ცი­ნაა მისი მთა­ვა­რი ვნე­ბა.

ახლა ძა­ლი­ან ნუ გა­და­მირ­ბენთ", - წერს ნა­ნი­კო და პოს­ტს მა­მის ვი­დე­ო­საც ურ­თავს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
სიმართლე
რატომ უნდა გადაგირბინოთ, შენი საქმისა შენ იცი, ეს ისეთი საკითხია, ამას ვერავინ გაიგებს გარდა იმისა თუ შენ დღეში არ არის. ისე რომ, არავის აქვს უფლება ტყუილად, ატლიკინოს ენა ისე რომ არ ესმოდეს, ღმერთმა ყველას აშოროს ესეთი რაღაცეები.
16:23 / 30-08-2020
გამოხმაურება / 0 /
მარგო
ვერასოდეს გავუგებდი ასეთ ადამიანებს, მაგრამ ახლა ვეთანხმები ნანიკოს. თითქმის ისეთ დღეში ვარ მეც დედიდან გამომდინარე. ოგონდ სხვანაირი პრობლემებით. ამიტომ ნურავინ ნურავის ნუ დავძრახავთ.ეს სიტუაცია ბევრმა გამოცადა და გამოცდის კიდეც. ღმერთი წყვიტავს ყველაფერს და ჩვენ არაფერს გვეკითხება.
15:28 / 29-08-2020
გამოხმაურება / 0 /
მირანდა მიგინეიშვილი
აქ გადასავლელი არაფერია უბრალოდ გამოუვალ სიტვაციაში ბრძანდებით უფალმა ძალა მოგცეთ ყველაფრისთვის უფალი თქვენთან
01:47 / 25-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვერ ვამტყუნებ ნანიკოს ,სწორად მოიქცა ,სხვა გამოსავალი არ არსებობს,იქ ინახულებს
15:56 / 24-08-2020
გამოხმაურება / 0 /
keti
ნამდვილად დზნელი მოსავლელია სახლის პირობებსჰი ეგეტი ავადმკოპი მაგრამ ცჰემო დზვირასო მსჰობელია რაც არ უნდა კარგად გრდზნობდეს ტავს სახლის პირობები მისი ახლო ოჯახის ცევრების კურება მატი ტუნდაც ერტი სჰეხედვა კველაპერს ურცჰევნიატ 24 საატი არ აკვტ ასეტ ავადმკოპებს ერტი და იგივე რეაგირება ისინი ლოგიკურადაც მსჯელობენ მატ სიტბო უნდატ ოჯახის და სიკვარული ოჯახის ცევრებიდან ვერ გიუპროსებ რადგან არ მაკვს უპლება მამა სჰენი და სადაც გინდა იკ ცაიკვან მაგრამ მამასჰენს სჰეეკიტხე სად ურცჰევნია გაგცემს პასუხს ისეტს სჰენც გაგიკვირდება
14:55 / 24-08-2020
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
მამაჩემს ჰქონდა ალცჰეიმერი. 2ჯერ დაგვეკარგა.მთელი უბანი ეძებდა.სასოფლო-სამეურნეოსთან ვიპოვეთ."სახლში" მიდიოდა.ერთხელ ხელები დაიწვა.ცხელ ტაფას დაადო. 5 წელიწადი დედაჩემს არ ძინებია.და არა მარტო დედაჩემს. ნათელში იყოს მისი სული.ძალიან მიყვარდა.
13:06 / 24-08-2020
გამოხმაურება / 0 /
შაკო
ჯიგარი ხარ ნანიკო მე გითანაგრძნობ რადნოი.....მეტი გამოსავალი არარის ...
23:52 / 23-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS