05 აგვისტო, 2020
"შეიძლება ჩემზე "საქმეს კერავენ" - ბიჭი, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შვედეთისთვის თავშესაფრის თხოვნას გეგმავს
ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც თავს გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულს უწო­დებს, შე­საძ­ლოა, თავ­შე­სა­ფა­რი შვე­დეთს სთხოვს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუ­მის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს უსაფრ­თხოდ არ გრძნობს და მას პრი­ვა­ტულ სა­უბ­რებ­ში სწო­რედ შვე­დეთ­ში წას­ვლა ურ­ჩი­ეს.

"არ ვგრძნობ არა­ნა­ი­რად თავს და­ცუ­ლად იმი­ტომ, რომ მე მქონ­და პრი­ვა­ტუ­ლი სა­უბ­რე­ბი, მირ­ჩი­ეს, რომ წა­ვი­დე შვე­დეთ­ში. მე ამ საქ­მეს აქე­დან ვერ მო­ვი­გებ. შე­იძ­ლე­ბა კა­მე­რე­ბი და­ვა­ყე­ნო ჩემი სახ­ლის არე­ალ­თან,"- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე მან ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ შე­საძ­ლოა
მას­ზე "საქ­მეს კე­რა­ვენ".

"მე ეჭვს მი­ჩენს, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზე "საქ­მეს კე­რა­ვენ" თვი­თონ, არ ვიცი ვინ "კე­რავს", იმი­ტომ, რომ ჩემი მო­ბი­ლუ­რია იქ, ჩემი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ზო­გა­დად, მე მაქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სით უფ­ლე­ბა, რომ გა­ვი­გო, რას ფიქ­რობს ჩემ­ზე სა­ხელ­მწი­ფო, რა ინ­ფორ­მა­ცია აქვს ჩემ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს. გუ­შინ­წინ თუ იმის წინ იქ მი­ვე­დი და ამა­ზე ვკი­თხე და მი­თხრეს, რომ გა­და­უ­დე­ბე­ლი წე­სით ამო­ი­ღეს, გან­ჩი­ნე­ბა იყო მო­სა­მარ­თლის და ა.შ. მე დღე­საც უნდა მო­ვი­თხო­ვო ეს მო­ბი­ლუ­რი იმი­ტომ, რომ იქ ჩემი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აა, ასე­ვე იქ მი­დევს ჩიპი, რო­მე­ლიც 120 გი­გა­ბა­ი­ტია და იქ სხვა მო­ნა­ცე­მე­ბიც მაქვს,"- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძემ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სი­ის გაც­ნო­ბა მა­ყუ­რებ­ლებს დღეს, 19:00 სა­ათ­ზე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" შე­ეძ­ლე­ბათ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS