29 ივლისი, 2020
"იქ, სადაც ყოველდღე ვმოძრაობ ბავშვებით, ჩაცხრილეს ლერი სულაბერიძის მანქანა..." - ხატია სიჭინავას 90-იანი წლების დაბრუნების ეშინია
გუშინ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე -პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. ამ დროს სულაბერიძე წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

საბედნიეროდ მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა. ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს.

ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ხატია სიჭინავა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე და წერს, რომ 90-იანი წლების გავლა თავიდან გვიწევს...

"წყნეთის გზაზე... იქ სადაც ყოველდღე ვმოძრაობ ბავშვებით, ჩაცხრილეს ლერი სულაბერიძის მანქანა...

ხომ შეიძლებოდა შემთხვევით
უკანა მანქანა ჩემი ყოფილიყო.

ნუთუ მართლა თავიდან გავივლი 90-იანებს და ისევ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება მკვლელობების სერია საქართველოში..." - ხატია სიჭინავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
Xatula
ხატულ ჩემო საყვარელო შენი არჩეული სანაქებო მთავრობაც ესაა, იცხოვრე ახლა ამ მთავრობის ქვეყანაში.
21:24 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ვას
შემთხვევით 90 იანებში ჩადენილი ცოდვებისთვის ხომ არ მოეკითხა
14:32 / 02-08-2020
გამოხმაურება / 0 /
2020
თუ არ მოგწონს დახარჯე მილიონები და იყიდე სხვა ქვეყანაში აგარაკი
00:45 / 31-07-2020
გამოხმაურება / 0 /
უსაქმური
ჰო რატომღაც 90-იანები შესაშინებებლად მაგარ მოდაშია ვითომ ასეთი სროლები არც მანამდე არ ყოფილა და არც მერე
00:06 / 31-07-2020
გამოხმაურება / 0 /
4
90-იან წლებში ლერი სულაბერიძე თავად მონაწილეობდა თოფჩიშვილის ჯგუფურ მკვლელობაში!
00:02 / 31-07-2020
გამოხმაურება / 1 /
ნინი
რა ბიჭი მოკლეს
22:57 / 02-08-2020
TOPS