29 ივლისი, 2020
"იმედი მაქვს, სწორად გაიგებს მაყურებელი" - ანი ტყებუჩავა მიმართვას ავრცელებს
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერია მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. მთავარი გმირი ნინა, რომლის როლსაც ანა ტყებუჩავა ასრულებს, მისი საქციელის გამო მაყურებლების დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. გმირს ვერ აპატიეს, რომ 5 შვილის დედამ და ონკოპაციენტმა გადაწყვიტა, ოჯახი დაეტოვებინა და სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებულიყო.

ამისათვის კი მან მკურნალობის ისეთი მეთოდი აირჩია, როგორიცაა ლერწმით განკურნება, რაც ცხადია ონკოპაციენტებისთვის არარელურია.

სერიალიდან წამოსული არასწორი მესიჯები ბევრმა ონკოპაციენტმა გააკრიტიკა, თუმცა როგორც სცენარისტი ყოველთვის აღნიშნავს, ის სერიალში რეალობას გადმოსცემს.
ამ კუთხით კი საქართველოში
რეალობა ძალიან მძიმეა. როდესაც ადამიანები გაყინული ლიმონითა და ჭარხლის წვენით ცდილობენ სიმსივნისგან განკურნებას და შედეგი ყოველთვის ფატალურია.

მსახიობი ანი ტყებუჩავა როგორც ჩანს მოსალოდნელ სკანდალს წინასწარ გრძნობდა და ამიტომ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა:

"მე ძალიან ვნერვიულობ. იმედი მაქვს სწორად გაიგებს მაყურებელი იმ ამბებს, რაც მოხდება და იმედი მაქვს, ცოტა მაინც შევძელი იმ გზავნილის მიტანა, რაც მინდოდა". - წერს ანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
გამოსირიალებას არავის ვუსურვებ... მაგრამ ირგვლივ როცა ამდენი გაუნათლებლობა და უცოდინრობა თავხედ იქ და ბოროტ ადამიანებს რომლებიც თუ დაგჭირდათ იოყვარის პირში მხრახველებადაც წარმოაჩენენ თავს ნოყიერი ნიადაგი ხვდებათ გაბრიყვებული ხალხის სახით
14:00 / 31-07-2020
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ნუ რავიცი ისედაც რთულია წცხორება ისედაც ამდენი პრობლემა გვაქვს და გასაჭირი და კიდევ ტელევიზორიდან იმის მაგივრად რომ განიტვირთო გსტრესავენ. მე არ ვუტურებ სჰენთვევით ახლობელთან იყო გადართული და ზუსტად ბოლო მემენტებში იყო და ისეთუ ცუდი შეგრდზნება დამეუფლა რომ რავიცი. რა გინდათ რას გვერჩით. თუ კარგის გადაგება არ შეგიძლიათ ამ ცუდს მაინც ნუ გააკეთებთ და მორჩა. სულ ტირი სულ გოდება შეიძლება ისედაც გვეკოფა რაც რეალობაში გვჭირს.
11:52 / 31-07-2020
გამოხმაურება / 0 /
Status quo
უწიგნურობამ და ტელევიზიების მავნებლურმა პოლიტიკამ ხალხი გამოა.. ქლიავა.
11:16 / 31-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ერი ავადაა!
სიბნელე სუფევს!
09:40 / 31-07-2020
გამოხმაურება / 0 /
დიტო
რა დღეში გაქვთ ხალხო ნერვები. რა სერიალის გარჩევები და კრიტიკა აგიტყდათ კინო რომ დადგმულია და მოგონილი ამაზე იკლავთ ნერვებს ვაი თქვე საციდავებო. ნეტა მეტი სადარდებელი არ იყოს ქვეყანაში. სასაცილოები ხართ აშკარად
22:20 / 30-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ლაქა
ნუთუ არიან ადამიანები,ვინც სერიალებით ცხოვრობენ?ე.ი. საქართველოში ყველაფერი წესრიგშია და სერიალებსღა არჩევენ?
11:14 / 30-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
რა იდიოტიზმია.
18:05 / 29-07-2020
გამოხმაურება / 0 /
...
ონკოპაციენტები უფალმა ყველა კარგად ამყოფოს და გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა გამოსერიალებულს. რს ხომ ფილმია, უყურე, გაერთე, დატკბი, პარალწლი გააკეთე რეალობასთან... კიდევ რა? სერიალით ცხოვრება?
15:21 / 29-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS