19 ივლისი, 2020
"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა
გო­გო­ნა, რომ­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­მარ­თავს. რო­გორც ამ­ბობს, მომ­ხდარ­მა ისიც გა­ა­ნად­გუ­რა და ამ ღა­მის შემ­დეგ "მის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა".

"მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ეს ტრა­გე­დია, რაც მოხ­და. მეც გა­მა­ნად­გუ­რა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ჩემი ცხოვ­რე­ბაც დამ­თავ­რდა, ისე­ვე რო­გორც გი­ორ­გი­სი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე მე­ხე­ბა, რად­გან ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოხ­და. მეც ძა­ლი­ან ცუ­დათ ვარ ამის შემ­დეგ.

იცო­დეთ, რომ გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს ამ ამ­ბის მი­მართ და არც
არა­ვის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას არ ვა­პი­რებ. დამ­ნა­შა­ვეს არ და­ვი­ცავ. პირ­ველ რიგ­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ახალ ეტაპ­ზე გა­დავ­დი­ო­დი. ვერც გა­მოც­დებზზე ვერ გა­ვე­დი. მა­გას აღარ მაქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ალ­ბათ ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო" - ამ­ბობს ანი გა­ბე­ჩა­ვა "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS