"მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია, რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა და ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, ისევე როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა. მეც ძალიან ცუდათ ვარ ამის შემდეგ.
იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს ამ ამბის მიმართ და არც
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.