10 ივლისი, 2020
"ჩემ კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო..." - რა მოხდა გუშინ, ეკა ხოფერის დაბადების დღეზე
ჟურნალისტი ეკა ხოფერია გუშინ 48 წლის გახდა. ამის შესახებ ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა:

"ასე მგონია, ერთი დიდი ფეისბუქ-ინსტაგრამ-მესიჯ სუფრა მაქვს გაშლილი და თქვენ ყველა აი ამ უზარმაზარი და საოცრად ხალისიანი სუფრიდან მილოცავთ.

ეს რა მაგარი ამბავია, ძალიან, ძალიან!

დღეს ჩემი დაბადების დღეა. ასე სამი დღის წინ დედასთან ვარ და მამაჩემს ვეკითხები, აბა რამდენის ვხდები-მეთქი. მე რა ვიცი, არ მახსოვსო.

-49 წლის-მეთქი!

დედამ და მარიკამ ერთ ხმაში, 49-ის კი არა, 48-ისო. გადავირიე. ჩემი სიხარულის კივილს
ისმენდა მთელი სამეზობლო, ალბათ.

-რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე! - ( ციფრებთან ვერ ვარ კარგად), ამ ამბავს ყველას ისე ვუყვები, როგორც საოცრებას. თითქოს ვიღაცამ მაჩუქა ეს წელი. და კაცმა რომ თქვას, მაჩუქა აბა რა, არც ვთვლი ამ ჯანდაბა 2020-ს)

ჰოდა, ვარ 48 წლის. წინ დიდი და საოცარი ამბები მაქვს თქვენთან ერთად.

ჩარაზული მქონია კედელი და ახლა ამაზე ვინერვიულე. ბევრი რომ არ გაწვალოთ, აქეთ მობრძანდით)

მიყვარხართ, მადლობა უდიდესი!

პ.ს. რადგან ერთი წელი ვიჩუქე, ძველი ფოტოც მოსულა. გკოცნით , თქვენი ეკა ხოფერია..." - წერს ეკა ხოფერია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
თამარი
რა უაზრო სტატიაა ღმერთო ჩემო :)
18:40 / 11-07-2020
გამოხმაურება / 1 /
უფ
სტატია არა დისერტაცია )))
23:00 / 13-07-2020
მაია
ვიღაცამ ამას ჟურნალისტობა დააბრალოს...
15:14 / 11-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა უაზრო სიტყვებია ,ვერ გაიგებ რას წერს ,ამ დროს ჟურნალისტის სიტყვებია
22:08 / 10-07-2020
გამოხმაურება / 0 /
giga
ძააააააან გოიმი ხარ
18:22 / 10-07-2020
გამოხმაურება / 0 /
hihi
გილოცავთ, მეც რაც 40 გადავაბიჯე რატომღაც მგონია რომ 1 წლით დიდი ვარ ))) 40 წლამდე არასდროს ამრევია
17:02 / 10-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS