მართალია, მათ მიმართ ინტერესი დიდია, მაგრამ ყველა არ გვანებივრებს ინტერვიუთი
სხვათა შორის, რამდენიმე ცნობილ პოლიტიკოსზე იმასაც ამბობენ, რომ მეუღლეს თავად აუკრძალა ინტერვიუს მიცემა, რადგან იცის, რომ რამე ისეთი წამოსცდება, რაც დიდი ხნის განმავლობაში მხიარულებისა და განხილვის თემა გახდება.
ამჯერად რამდენიმე პოლიტიკოსის ცოლის სკანდალურ ცხოვრებას და უცნაურ გამონათქვამებს გავიხსენებთ.
ანუკა არეშიძე კახი კალაძის მეორე ნახევარი გახლავთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობენ. იმის მიუხედავად, რომ კახის პოლიტიკაში წასვლისა და გამინისტრების შემდეგ ანუკა მაქსიმალურად ცდილობს, თავი შეიკავოს სოციალურ ქსელში პოლიტიკური სტატუსებისა და საჯარო განცხადებებისგან, სკანდალებს მაინც ვერ ასცდა.
კახის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ოპონენტებმა ანუკას ოპერატიულად ამოუქექეს ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გამოცემას მისცა. ანუკა ამბობდა, რომ ერთ ახალ წელს საჩუქრების ყიდვა ვერ მოასწრეს და ნაძვის ხე დოლარებით მორთო, რადგან კახის ასეთი რაღაცები უყვარს.
სკანდალი მოჰყვა ანუკას სატელევიზიო ინტერვიუს ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასთან, ქართველი ლამაზმანის
რუსულმა მაშინ სრულიად სოციალური ქსელი აალაპარაკა. ამ ფაქტს ია ფარულავაც გამოეხმაურა: ''შვილო, ქართულად ილაპარაკე, თუ რუსული არ იცი, შემრცხვა'', - წერდა მსახიობი. მოგვიანებით კი ანუკას რუსული ენის მასწავლებელიც ურჩია და დაწერა, რომ თარ-ჯიმნის აყვანა ნახევარი ''ტუფლის'' ფასიც არ დაუჯდებოდა.
თამარა ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას მეუღლეა, მაგრამ ორიოდ წელიწადია, მას ბოკერიას მეუღლედ ძირითადად ყოფილი მაღალჩინოსნის ოპონენტები მოიხსენიებენ. თამარა იმდენად პოპულარულია, რომ ერთ-ერთ შოუში ბოკერიამ იხუმრა, რომ მალე უშიშროების ყოფილი მინისტრის ცოლის ქმრად მოიხსენიებდნენ. სკანდალი და თამარა თითქმის სინონიმებია. თავიდან სოციალურ ქსელში პოპულარული რობერტ სტურუასადმი უცენზურო განცხადებებით გახდა და მალე ყველა პოლიტიკურ თოქშოუში სასურველ რესპონდენტად იქცა. მისგან ამ ბოლო დროს არაფერი უკვირთ, რადგან, თანამდებობის მიუხედავად, მისიენამწარობის ''მსხვერპლი'' ნებისმიერი ხდება, მათი მისამართით დამცინავ გამონათქვამებსაც არ იშურებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშას, ხანაც ივანიშვილის პაჟს ეძახის, ივანიშვილის ზებრების სიყვარულის აღსანიშნავად კი ერთ-ერთი გადაცემა სპეციალური მაისურით წაიყვანა, რომელზეც ზებრა იყო მიხატული.
მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის მეორე ნახევარია. მართალია, ინტერვიუები არც მას უყვარს, მაგრამ მარგველაშვილის პოლიტიკაში წასვლის პირველივე წუთიდან მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თავიდან არავინ ფიქრობდა, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილს მარგველაშვილი დაესახელებინა, მაგრამ მაკას ირგვლივ სერიოზული აჟიოტაჟი გიორგის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ატყდა.
წყვილის არაოფიციალური თანაცხოვრება მარგველაშვილის ამომრჩევლების სერიოზულ თავსატეხად იქცა. ''ქართული ოცნების'' ზოგიერთი მხარდამჭერი იმაზე ოცნებობდა, რომ მარგველაშვილს გამარჯვებამდე მაინც მოეყვანა ცოლად ჩიჩუა, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მაკასთან ერთად მარგველაშვილი პირველად ''ქართული ოცნების'' პარტიული ოფისის წინ გამარჯვების ზეიმზე გამოჩნდა. ჟურნალისტების კითხვაზე, რას გრძნობდა ჩიჩუა, მაკამ აღელვებულმა უპასუხა, რომ ''ძაან, ძაან ბედნიერი იყო''. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში სამი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი განიხილავდა.
პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებზე ხშირად ახლავს მაკა ჩიჩუა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ჭორი გავრცელდა, რომ მარგველაშვილის ახალი ფავორიტი ქალბატონი ქრისტინე გარუჩავა გახდა. ქრისტინე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარსამსახურის თანამშრომელია და პრეზიდენტთან ერთად ჯერ კიდევ ''ჯიპაში'' მუშაობდა. ჭორი თითქმის ყველა ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ორ დღეში მარგველაშვილი ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრა ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით და წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა.
ლოლა ლომიძე განათლების ყოფილი მინისტრის გია ნოდიას ცოლი გახლავთ და მისი აქტიურობა სოციალურ ქსელში ხშირად ხდება ინტერნეტპორტალებისთვის ტკბილი ლუკმა. ლოლამ და გიამ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს, ეს ორივესთვის მეორე ქორწინებაა და ერთ-მანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ლოლა ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთგულ მხარდამჭერთა რიგებში გადის და მეუღლის ცნობადობა სულაც არ უშლის ხელს, რომ მისი სტატუსები ხანდახან უცენზურო და შეურაცხმყოფელიც კი იყოს.
რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გია ნოდიასა და მისი მეუღლის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ისინი ილიაუნის საკარნავალო კოსტიუმებში - პატიმრების ზოლიან სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ფოტოები რეჟისორმა რობერტ სტურუამ შემდეგნაირად შეაფასა: ''კარისკაცები და კარის ქალები, კარის მხატვრები და კარის პოეტები, კარის რექტორები და ტრ-ის ჭიები, კარის ფილოსოფოსები და ჰარამხანის ურცხვი კაცები, ქალები - მუდამ იყვნენ და მუდამ იქნებიან, ყველაფერი ყ-ზე ჰკიდიათ, მაშინაც, როცა ასო არც გააჩნიათ!''.
ლოლა ლომიძე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე რეჟისორ რობერტ სტურუას ასე გამოეხმაურა: ''რობერტი ამას წერს გიასა და ჩემს ფოტოზე. მე მაინტერესებს, თქვენ როდის ნახეთ თქვენი ასო ბოლოს, ბატონო რობერტ?.. რაღაც ძალიან აინტერესებს, მოვიდეს და ერთხელ ანახვებს გია ასოს და ეგეც დაწყნარდება და ჩვენც რაღა''.
ირინა ონაშვილი და ლადო ვარძელაშვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ და ერთი შვილი ჰყავთ. ირინას ლადოს ცოლობამდე არასოდეს აკლდა პოპულარობა და პრესას ინტერვიუზე უარს არ ეუბნებოდა, თუ, რა თქმა უნდა, თემა მოდის სფერო ან არაპოლიტიკური ამბები გახლდათ, ამიტომ ყველას გაუკვირდა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 2013 წლის 27 ოქტომბერს ირინას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, რის შემდეგაც მოდელს სერიოზული აგრესია დაატყდა თავს.
''მე ახალი იდეა მაქვს, ხომ შეიძლება, რომ ამ ბრბოს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და სპეციალურად შექმნილმა განათლებული ადამიანების საზოგადოებამ ან რა ვიცი... რამე კიდე...'', - წერდა ონაშვილი. მოგვიანებით მოდელს თავის მართლება მოუხდა: ''ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემი კომენტარები, რომლებსაც პირად ვოლზე მეგობრებს ნახევრად ხუმრობით ვწერ, დღის ნიუსებში მოხვდა.
მე არც პოლიტიკური მიმომხილველი ვარ და არც ანალიტიკოსი. და საერთოდ, პოლიტიკაში არ ვერევი. ჩემს კომენტარებში მხოლოდ იმას ვგულისხმობდი, თუ რა რთულია არჩევანის გაკეთება და რომ ამას დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. და სხვათა შორის, არც საკუთარ თავს მივიჩნევ დიდ მცოდნედ ამ საქმეში.
ასევე, ძალიან სასაცილო და მოულოდნელია, რომ ჩემი კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კი ''დააშეარეს'' და პოლიტიკური ანალიზიც კი სცადეს ჩემს ნათქვამზე. სულ ტყუილად. მე არ ვარ პოლიტიკოსი და შეიძლება, კარგად ვერც გამოვხატე ჩემი პოზიცია, ამიტომ ტყუილად ცდილობთ, რაღაც ფარული პოლიტიკური აზრები ამოიკითხოთ ჩემს სიტყვებში'', - წერდა ონაშვილი.
ლელა კილაძე თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას მეორე ნახევარია, თუმცა ის ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსთა ცოლებიდან, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და მათზე ჭორები არ მთავრდება. ყველაზე მეტი ჭორი ლელას პირად ცხოვრებაზე და მეუღლის მიერ მირთმეულ ძვირად ღირებულ საჩუქრებზე ვრცელდება. ასევე ბევრს საუბრობენ, როგორი წარმატებით ასაქმებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მერიაში საკუთარ ნათესავებს.
ბევრჯერ გავრცელდა ჭორი გიგისთან დაშორებაზეც, ორი თვის წინ სკანდალურმა ჭორმა, რომ ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა, თითქმის ყველა ინტერნეტპორტალი მოიარა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თბილისის ყოფილმა პირველმა ლედიმ პატივი დაგვდო და მოკვდავებისთვის სოციალური ქსელის საშუალებით განმარტა:
''მსურს, გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე.
ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი. საინფორ-მაციო სააგენტოებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას. მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს ხუთი მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში, მათ აყენებს ტრავმას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას''.
თუმცა ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ლელასი და მისი პირადი სტილისტის მიშა გასიტაშვილის პარიზში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ინტერნეტსაიტები წერდნენ, რომ ლელამ პირად სტილისტს დაბადების დღე პარიზში გადაუხადა.
ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას მეორე ნახევარია და შეიძლება ითქვას, რომ სკანდალების მხრივ ყველა რეკორდს ხსნის. ნათიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყველა სტატუსი წამყვანი საგენტოების ნიუსი ხდება. ის სკანდალებში ცუდად არასოდეს გახვეულა და უცნაურია, მაგრამ ''ნაციონალური მოძრაობის'' ზოგიერთ მხარდამჭერსაც კი უყვარს. ნათია ორჯერ მაინც განსაკუთრებულად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პირველად ამის მიზეზი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი მისი ინტერვიუ გახლდათ, სადაც პროფესიით ფსიქოლოგი ამბობდა:
''ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე. ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია როგორც დარტყმის, ისე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ''. ინტერვიუდან ეს მონაკვეთი გასართობ გადაცემებსა და სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მეორედ ყურადღების ცენტრში გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მოხვდა, ''ორჯერ გამძვრა ფეხსაცმელი, მაგრამ პრინცი მახლდა და ეს იყო კარგი'', - განაცხადა მაშინ ჟურნალისტებთან ნათიამ. ხოლო კადრი, რომელიც ოფიციალურ ცერემონიალზე ერთ-ერთმა ოპერატორმა დაიჭირა, დიდი ხანი იყო გარჩევის საგანი. ამ კადრზე ნათია ფეხსაცმელს ხელით იწმენდდა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''