06 ივლისი, 2020
"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - თენგიზ ცერცვაძე
მე­ო­რე ტალ­ღას შევ­ხვდე­ბით უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იმ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ. გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა ძნე­ლია, მაგ­რამ თუ მე­ო­რე ტალ­ღა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა გა­უძ­ლებს ისე, რო­გორც გა­უძ­ლო პირ­ველ ტალ­ღას და მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ვერც იგ­რძნოს ეს მე­ო­რე ტალ­ღა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მთავ­რო­ბამ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს, რომ ეპი­დე­მია არ გამ­ხდა­რი­ყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და ახლა, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც ხელი უნდა შე­უ­შა­ლოს მე­ო­რე
ტალ­ღის გავ­რცე­ლე­ბას.

"მე­ო­რე ტალ­ღის რის­კე­ბი რა თქმა უნდა არ­სე­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მი­მოს­ვლა არ არის ქვეყ­ნებს შო­რის და სა­ზღვრე­ბი რკი­ნის ფარ­დით არ არის ჩა­კე­ტი­ლი, მა­ინც არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბი, სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბი და სხვა სა­ხის მი­მოს­ვლა.

რის­კე­ბი არ­სე­ბობს და ეს რის­კე­ბი რომ და­ვიყ­ვა­ნოთ მი­ნი­მუ­მამ­დე ამი­სათ­ვის არა­ფე­რი ახა­ლის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის, ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, მთავ­რო­ბა და პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია წინ­სწრე­ბით დგამს ყვე­ლა ნა­ბიჯს და სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ წინ­სწრე­ბით გა­ა­ტა­რეს სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ ეპი­დე­მია არ გამ­ხდა­რი­ყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და ახლა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც ხელი უნდა შე­უ­შა­ლოს მე­ო­რე ტალ­ღას. ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია უკვე გა­წე­რი­ლია," - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით ყვე­ლა­ზე ძნე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა აღ­მოჩ­ნდა და ისევ იმარ­თე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ქორ­წი­ლე­ბი.

"ჩემი მო­ლო­დი­ნია, რომ ჩვენ ავი­ცი­ლებთ მე­ო­რე ტალ­ღას, ან გა­და­ვა­ვა­დებთ მას. ამის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ შე­ი­მუ­შა­ვა და ჯერ­ჯე­რო­ბით ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სრულ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა, რომ თავი შე­ვი­კა­ვოთ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შეკ­რე­ბე­ბის­გან. ისევ იმარ­თე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ქორ­წი­ლე­ბი. ჩემი მო­ლი­დი­ნია, რომ სულ ცოტა ფარ­თე მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნამ­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ღირ­სე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას და მე­ო­რე ტალ­ღა არ იქ­ნე­ბა.

დიდი იმე­დი მაქვს, რომ მი­მოს­ვლის გახ­სნა მოხ­დე­ბა გო­ნივ­რუ­ლად და დო­ზი­რე­ბუ­ლად. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე ტალ­ღა ან არ იქ­ნე­ბა, ან გა­და­ვა­ვა­დებთ შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის­თვის. მე­ო­რე ტალ­ღას შევ­ხვდე­ბით უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იმ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ, გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა ძნე­ლია, მაგ­რამ თუ მე­ო­რე ტალ­ღა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა გა­უძ­ლებს ისე, რო­გორც გა­უძ­ლო პირ­ველ ტალ­ღას და მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ვერც იგ­რძნოს ეს მე­ო­რე ტალ­ღა" - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS