01 ივლისი, 2020
ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან
კახი კა­ლა­ძის ძმის ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბამ და შემ­დგომ მკვლე­ლო­ბამ წლე­ბის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე ძი­ე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და და ბევ­რი ფაქ­ტი დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის, რომ კა­ხის ძმის გარ­და კი­დევ ორი და თა­მუ­ნა და ეკა ჰყავს, რომ­ლე­ბიც კა­ლა­ძის მა­მას კარ­ლო კა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში კარ­ლო კა­ლა­ძე ირა ფუ­თუ­რი­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნე­ბი 3 და 5 წლის იყ­ვნენ, რო­დე­საც ოჯა­ხი და­ინ­გრა. მე­ო­რე მე­უღ­ლე ქორ­წილ­ში ნახა. მა­შინ
მე­დეა შენ­გე­ლია დე­დი­სერ­თა, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ქალი გახ­ლდათ. ქალი დიდ­ხანს ფიქ­რობ­და, ორშვი­ლი­ან მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა წლე­ბია უკვე ცოლ-ქმა­რი ერ­თად არი­ან და ქორ­წი­ნე­ბა­ში ორი ვა­ჟიშ­ვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. კარ­ლო კა­ლა­ძე მა­შინ პირ­ველ მე­უღ­ლეს ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.

"გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ვერ და­ი­წუ­ნებ­დი. ვფიქ­რობ­დი, ისე­თებ­ზე ვთქვი უარი და ხალ­ხი რას იტყვის, ორშვი­ლი­ან კაცს გაჰ­ყვა ცო­ლად, ალ­ბათ, რა­ღაც უჭირ­დაო. ორი წლის და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მთელ­მა სამ­ტრე­დი­ამ იცო­და ეს ამ­ბა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ლოს შვი­ლებს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლე­ბი­დან, ერთი გოგო გა­თხო­ვი­ლია და მე­ო­რე - გა­სა­თხო­ვა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხი და­ენგრა. ახლა რომ ცხოვ­რო­ბენ, ის ბინა ვისი ფუ­ლით არის ნა­ყი­დი? სა­ნა­ხევ­როდ კა­ხას ფუ­ლი­თაა შე­ძე­ნი­ლი.
რაც ეკუთ­ვნო­დათ, ყვე­ლა­ფერ­ში და­ეხ­მა­რა მათ მა­მა­მი­სი. პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ, და­რე­კავ­და კარ­ლო, ბავ­შვე­ბი მომ­ყავს სკო­ლი­და­ნო. გემ­რი­ელ სა­დილს და­ვახ­ვედ­რებ­დი. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, აქე­დან უსა­ჩუქ­როდ გა­მეშ­ვა. ტექ­ნი­კუ­მი და­ამ­თავ­რეს, შემ­დეგ - უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მერე რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ვი­ღაც ბი­ჭე­ბი ავიწ­რო­ებ­დნენ, და­უ­რე­კეს მა­მა­მისს და კარ­ლო­მაც ჩა­ა­კი­თხა. ჩემი მუ­ლის ქმა­რიც თან გაჰ­ყვა" - ჰყვე­ბო­და გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დეა შენ­გე­ლია წლე­ბის წინ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იხილეთ სრულად სტატია და ფოტოები




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS