25 ივნისი, 2020
მარიამ კუბლაშვილი: "რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე"! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს..."
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე"! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის?! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!

სად არის გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი
დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა.., მათი საერთო ინტერესები თუ...? უფრო მეტად სასტიკია მკვლელები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა!

ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, და არ შეატყობინა პოლიციას - თანამონაწილეა!

ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს..." - წერს კუბლაშვილი.

19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მაშ­ვე­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 19 ივ­ნი­სი­დან ეძებ­დნენ. ცნო­ბი­ლია, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი წვე­უ­ლე­ბა­ზე მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ჩხუ­ბი მოხ­და. ამის შემ­დეგ და­ი­კარ­გა მისი კვა­ლი. 20 ივ­ნისს მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნი­სა და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტვის შე­სა­ხებ. 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე არაგ­ვში 22 ივნისს იპო­ვეს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
კაკო
ამ ადამიანის ადვოკატის სტატუსი ნორმალურ ქვეყანაში აღარ იარსებებდა....... ეჭვმიტანილზე ასეთი საუბარი და ,,მიშას" ციხის მონატრება ნამეტანია...... ქვეყანა, რომელიც ამდენს აბედვინებს მსოფლიო მასშტაბით ტერორიზმში ბრალდებულთან კავშირში მყოფის ,,ადვოკატს", ქვეყანა არააა..... არაა თუნდაც იმის გამო, რომ ვერ გაბედა სიტყვა ტერორიზმი ხმამაღლა ეთქვა ქვეყნის სპეცსამსახურს..... თუმცა სადაა სპეცსამსახური.... ეს მეხორცეო, ეს ბატუტზე მხტომელიო, ესაო, ისაო.....
00:14 / 08-07-2020
გამოხმაურება / 0 /
არა ქოცს! არა ნაცს!
ბევრს რო არაკუნებთ დიახაც განზრახ მკვლელი სიკვდის იმსახურებს,ჯვარი გწერიათ ერთი თქვენიანს რამე შემთხვეოდა როგორ იჭიკჭიკებდით!
22:06 / 03-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ნაზის
ქალი, დედა და და ადამიანის (თუნდაც დამნაშავის) წამებით მოკვლას უნდა ნატრობდეს? რა მარაზმს წერთ?! იქნებ ლინჩის წესით გასამართლებაც სურდეს ვინმეს, გატყავება ან თვალების დათხრა?! თქვენ თუ ეთანხმებით კუბლაშვილს, ამით თქვენს მსოფლმხედველობას, ინტელექტს და თვალსაწიერს ავლენთ!!! მადლობა ღმერთს, თქვენი და თქვენნაირების გადასაწყვეტი არ არის, თუ როგორი სასჯელი იქნება გათვალისწინებული ამა თუ იმ დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში!!!!! კუბლაშვილი იურისტია და თუ პროფესიონალიზმზე აქვს ოდნავი პრეტენზია, უნდა დაუკვირდეს საჯარო განცხადებებში რას აჟღერებს!!! სამართლიანობა და სამართლიანი (კანონის შესაბამისი) განცხადებების გაკეთება პირველი რიგში იურისტს მოეთხოვება!!! მითუმეტეს საჯაროდ!!! თავის დაქალებში კი როგორც უნდა ისე ისაუბროს!!! და ბოლოს, ნაზი, სწორედ თქვენნაირი დედები, რომელიც აგრესიას და წამებას იწონებენ ზრდიან ისეთ სუბიექტებს, რომლებმაც შაქარაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს!!! იქნებ დაუკვირდეთ და დაფიქრდეთ ამაზე!!!
00:03 / 26-06-2020
გამოხმაურება / 1 /
დიახაც!
ციხე კი არა სიკვდილით დასჯა ზედგამოჭრილია მაგათთვის.ისე რო ქალბატონო ნაზიკო მატღალია ეგ ქალი და ნუ ასწავლით იურისპრუდენციას.
22:04 / 03-07-2020
...
ამ გოგოს ვითომ ემოციური და ამ დროს პოპულისტური გამოხტომები ყელშია რა, იურისტი ხარ დაელოდე ჯერ გამოძიებას! გეგონება თვითონ დამნაშავეებს არ იცავს , თუ ფულს როცა გიხდიან მოსულა ?! რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტრაგედიაა და შესაბამისად ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ ნებისმიერ შეფასებაში, იმ გოგოს მშობლებს რომ გადასწვდი ხო ხვდები რომ იქ თუნდაც სტუმრად ვინც იყო მორალურად კარგ მდგომარეობაში არ იქნებიან, რას გამოდიხარ და რა სიძულვილს ღაღადებ
14:55 / 25-06-2020
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
P.S.: კუბლაშვილმა შაქარაშვილის მკვლელობას ვანდალიზმი უწოდა, ვურჩევ განმარტებით ლექსიკონში ჩაიხედოს და წაიკითხოს ის, რომ "ვანდალიზმი" არის შენობების, ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების დაზიანება, განადგურება, შეურაცხყოფა და წაბილწვა. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია...
13:59 / 25-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS