"რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე"! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის?! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!
სად არის გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი
ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, და არ შეატყობინა პოლიციას - თანამონაწილეა!
ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს..." - წერს კუბლაშვილი.
19 წლის გიორგი შაქარაშვილს მაშველები და ახლობლები 19 ივნისიდან ეძებდნენ. ცნობილია, რომ ფეხბურთელი წვეულებაზე მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ დაიკარგა მისი კვალი. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.