"კორონავირუსის ინფექცია ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი და ამოუცნობია, გართულებების შემთხვევაში ასაკის მიუხედავად ინფექციის მიმდინარეობა და შედეგები ძალიან მძიმე ან/და პერმანენტულიც კი შეიძლება იყოს.
ამაზე მეტყველებს ის, რომ ავიამზიდებიც კი გამოიყვანა ეპიდემიამ წყობიდან, სადაც არათუ მოხუცები, ისეთი სამხედროები მსახურობენ ლამის რკინას რომ ღეჭავენ.
ამაზევე მეტყველებს ეს გადაწყვეტილება რომელიც გვეუბნება რომ
არ არის ეს გრიპი, არც მოხუცების დაავადება, იყავით ფრთხილად და რეგულაციების მოხსნის შემდეგ "როდის გავალ"-ზე მეტად, "როგორ* გავალ"-ზე იფიქრეთ.
რეგულაციების შემსუბუქება პირდაპირ ნიშნავს იმას რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავზარდოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე უბრალოდ არ არსებობს.
და ამ "ჩემთვის დამთავრდა კაცო ყველაფერი"-ს და "ჩვეულებრივი გრიპია"-ს ძალიან მწარედ თუ არ მოვირტყავთ ცხვირ-პირში, გამიხარდება ნამდვილად."- წერს მარშანია.