19 მაისი, 2020
"არასოდეს არ გვქონდა საკმარისი დრო სალაპარაკოდ, სულ დაკავებული ვიყავი..." - ნინო ანანიაშვილის სევდიანი წერილი გულგრილს არ დაგტოვებთ
პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დედის მისამართით ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"ჩემი უსაყვარლესი დედიკო! 13 წლიდან რომ წავედი მოსკოვში, მას შემდეგ სულ მენატრებოდა. არასოდეს არ გვქონდა საკმარისი დრო სალაპარაკოდ, სულ დაკავებული ვიყავი: ჯერ სწავლით, შემდეგ მუშაობით.

მიხარია, რომ ნიუ-იორკში ABთ-ის სპექტაკლებს დაესწრენ დედა და მამა, და თვითონ ნახეს, თუ როგორ მიღებდა მაყურებელი, იმიტომ რომ ამის მოყოლა არ შემეძლო.

ჩემს ელენესაც მოესწრო, და ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო. ყოველთვის მაკლია... მწყდება გული რომ დღეს ჩვენთან
არ არის. გაანათლოს მისი სული." - წერს ანანიაშვილი.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
გაანათლოს ვინ?!
12:18 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS