მისი ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანამდე გიული ალასანიას ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.
"მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია. არასოდეს მიწუწუნია ოჯახურ საკითხებზე, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრს, ზოგადად - ბევრ ქართველს.
რამდენიმე დღის წინ დედაჩემი უკრაინიდან ჩაფრინდა თბილისში. ფრენის დროს ძალიან მაღლა აუვიდა
ამ დროს მესმის, რომ ეუბნებიან, გაიარეთ ქალბატონოო... მითხრა, რომ პატრულის თანამშრომელი იყო იქ. ვუთხარი, რომ გადაეცი მას ტელეფონი და მე ავუხსნი, რაც ხდებათქო. აწვდის ყურმილს, რომ ჩემი შვილი აგიხსნით ყველაფერსო... ის პასუხობს, მჭახე ხმით - არ მაქვს უფლება, ვინმეს დაველაპარაკო, გაიარეთ და ჩაჯექით ავტობუსშიო.
მე მინდა ვუთხრა ამ პატრულს, სხვათაშორის მისი სახელი და გვარი ვიცი, დოქსოპულო შენ დედა გყავს საერთოდ?! ასე ეპყრობით მოქალაქეებს?
ამის შემდეგ დედაჩემმა უთხრა, რომ ვერ წავალ კახეთშიო და გამოიძახეთ სასწრაფოო. სასწრაფო ერთი საათის განმავლობაში არ მოვიდა აეროპორტში. კახეთში ვეღარ წაიყვანეს, რადგა ვერ დგებოდა ფეხზე. შემდეგ მეგობარმა მიაწოდა წამლები და მოეხსნა წნევა. შემდეგ გადაიყვანეს თბილისში სასტუმროში, სადაც კარგი ხალხში შეხვდა და ახლა არის კარანტინში.
მე მინდა ვკითხო ყველას, ივანიშვილის შვილი უტა რომ ჩამოვიდა და პირდაპირ სახლში რომ გაუშვეს, დედაჩემი და ყველა სხვა მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან და უტას ეკუთვნის და გიულის და სხვებს არა?! " - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.