26 მარტი, 2020
ნათია ფანჯიკიძე: "გურამ დოჩანაშვილი ბავშვთა სახლებისთვის ფულს მატანდა..."
გურამ დოჩანაშვილი დღეს იუბილარია. მას 81 წელი შეუსრულდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მის შესახებ უცნობ ისტორიას აქვეყნებს.

ფსიქოლოგი წერს:

“წლების წინ, ბევრად ღარიბი რომ იყო ჩვენი ქვეყანა, პერიოდულად მირეკავდა და შეთქმულივით ჩუმად მეუბნებოდა, გამომიარე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი და უჭკვიანესი ბავშვებისთვის მატანდა, რომ რამე საჭირო ნივთი ან რამე გემრიელი მეყიდა მათთვის. ძალიან მიყვარს და მინდა დიდხანს იყოს ჩვენ გვერდით. 
გურამ დოჩანაშვილი 81”.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS