21 მარტი, 2020
"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს
თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი თეა ჯო­ხა­ძე, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­მე­ნი ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დი­ან.

"მე­გობ­რე­ბო, ალ­ბათ ბევ­რმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ეს რამ­დე­ნი­მე დღეა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ჩარ­თუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მინ­და, ნა­თე­ლი მოვ­ფი­ნო მოვ­ლე­ნებს, რად­გან ვიცი რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია.

11 მარტს რეს­ტო­რან "ვი­ნო­ტელ­ში"
ჩვე­ნი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღის თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ი­მარ­თა სა­დი­ლი. სტუმ­რებს შო­რის ვი­ყა­ვით მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჯამ­ში, სა­დილს ეს­წრე­ბო­და 20 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 16 ქარ­თვე­ლი (ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩათ­ვლით) 3 რუსი და ერთი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი. კვი­რას, 15 მარტს და­მი­რე­კეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან და მაც­ნო­ბეს, რომ ჩვენ ქარ­თველ მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ეს­წრე­ბო­და ამ სა­დილს, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტეს­ტი­რე­ბის თა­ნახ­მად და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი - SARS-COV2.

მე ვი­ყა­ვი მისი "მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი", რად­გან ახლო დის­ტან­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­რეთ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა არ გა­და­მი­კოც­ნია და არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია. მე მა­შინ­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ვე­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ბე­ნო­ზე (ჩემს მე­უღ­ლე­ზე) თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია არ ვრცელ­დე­ბო­და. მე, იმა­ვე დღეს გან­მი­ვი­თარ­და სიმპტო­მე­ბი, კერ­ძოდ და­ბა­ლი სი­ცხე და მსუ­ბუ­ქი ხვე­ლე­ბა, რის გა­მოც გა­მო­ვი­ძა­ხე გე­ნე­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კერ­ძო ტეს­ტი, რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე მო­ვი­და და სამ­შა­ბათს უკვე შე­ვი­ტყვე, რომ ტეს­ტის პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ბე­ნოს პა­სუ­ხი იყო უარ­ყო­ფი­თი, თუმ­ცა გან­მე­ო­რე­ბით­მა ტეს­ტმა, რო­მე­ლიც სამ­შა­ბათს გა­კეთ­და უკვე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და­ა­ფიქ­სი­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რებს, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ მათ არ შე­მო­უ­ტა­ნი­ათ მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სი. კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვენ გა­დაგ­ვე­დო ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც ასე­ვე არ ყო­ფი­ლა უცხო­ეთ­ში. ბე­ნოს, ჩემს მე­უღ­ლეს, კი მე გა­დავ­დე. ჩემი და ბე­ნოს შემ­დგომ კონ­ტაქ­ტებს შო­რის, მად­ლო­ბა ღმერ­თს ჯერ არა­ვის და­უდ­გინ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი.

ვი­ნო­ტელ­შიც და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდშიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ტარ­და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ამ ეტაპ­ზე ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­კე­ტი­ლია.

მე და ბენო თავს კარ­გად ვგრძნობთ და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ იმ თა­ნად­გო­მის­თვის რო­მელ­საც ბევ­რი თქვენ­გა­ნის­გან ვგრძნობთ", - წერს ჯო­ხა­ძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS