12 მარტი, 2020
"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას
ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც 24 წლის ცო­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის მა­მა­კა­ცის დედა იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა გა­და­ცე­მის თე­მამ ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­გან.

"ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა ქვეყ­ნის სა­მარ­კო ნი­შა­ნი გახ­და. დღეს გა­და­ცე­მა­ში არა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი, არა­მედ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დაა, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მე­და­ლი­ო­ნის მე­ო­რე მხა­რეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რაც თა­ვის­თა­ვად უპ­რე­ცე­დენ­ტოა", - თქვა გა­და­ცე­მის შე­სა­ვალ­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა და სტუ­დი­ა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა მა­რი­ნა ლომ­სა­ძე მო­იწ­ვია.

დაჭ­რი­ლი ქა­ლის დე­დამ­თილ­მა ოჯა­ხის და დაჭ­რი­ლი რძლის შე­სა­ხებ ბევ­რი
პი­რა­დი დე­ტა­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. გა­ნა­ცხა­და, რომ წყვილს კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა, სა­ლო­მე ჩ. - დედა მის შვი­ლებს ცუ­დად ეპყრო­ბო­და, რაც ოჯახ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და და მისი რძა­ლი სახ­ლი­დან წა­ვი­და. ქალი უარ­ყოფს იმას, რომ მისი რძა­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო და სწო­რედ გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო და­ტო­ვა სახ­ლი.



"ორი შვი­ლი და­ტო­ვა და იმის შემ­დეგ მე ვზრდი. მი­ლი­ცი­ით მო­ვი­და და უნ­დო­და წა­ეყ­ვა­ნა, წა­იყ­ვა­ნა კი­დეც, სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტიც იყო ჩარ­თუ­ლი. სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა და მა­მა­მის­მა უთხრა, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი ოჯა­ხი­დან, შენი შვი­ლე­ბის რჩე­ნის თავი არ მაქ­ვსო, მო­კი­და ბავ­შვებს ხელი და მო­მიყ­ვა­ნა ისევ მე", - ყვე­ბა ლომ­სა­ძე და დას­ძენს, რომ მისი რძა­ლი ამის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და თურ­ქეთ­ში, ერთი წლის შემ­დეგ კი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.



დე­დამ­თი­ლი რძალს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ არ ამარ­თლებს შვი­ლის საქ­ცი­ელს, რო­მელ­მაც ხა­შუ­რის ცენ­ტრში, ათო­ბით თვითმხილ­ვე­ლის თვალ­წინ მე­უღ­ლეს და­ნით უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. 24 წლის სა­ლო­მე ჩ. ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

დაჭ­რი­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბის პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას და მისი დე­დამ­თი­ლის პო­ზი­ცი­ას გა­და­ცე­მა­ში­ვე მოყ­ვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. შოუს მსვლე­ლო­ბის დროს და­რე­კა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და წამ­ყვა­ნი ფე­მი­ცი­დის გა­შუ­ქე­ბის სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვა­ში პირ­და­პირ ეთერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ვერ ვხვდე­ბი რა მი­ზა­ნი გქონ­დათ, როცა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა მო­იწ­ვი­ეთ, მე­ო­რეს მხრივ, მო­ვის­მი­ნეთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მსხვერ­პლი ქა­ლის პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბის გარ­ჩე­ვა, რაც არ არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში და­ნა­შა­ულ­თან. რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამარ­თლე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს და ცდი­ლო­ბენ გას­ვა­რონ მსხვერ­პლი.

ფე­მი­ციდს არ აქვს ორი მხა­რე და არ შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის რა­ი­მე­თი გა­მარ­თლე­ბა! მკვლე­ლის დედა ვერ იქ­ნე­ბა საქ­მე­ში მხა­რე! ეს ქალი არ არის და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე და ის ცდი­ლობს, გა­ა­მარ­თლოს მკვლე­ლი. თქვენ მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ამ ქალს, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დაჭ­რი­ლი რძლის მი­მართ.

უკვე რვა შემ­თხვე­ვა მოხ­და ქალ­თა მკვლე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფე­მი­ცი­დი არის სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, ახა­სი­ა­თებს ტალ­ღო­ვა­ნი ხა­სი­ა­თი და არის წამ­ბაძ­ვე­ლო­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი - რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­და­ვენ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, იგი­ვე­ნა­ი­რად იმე­ო­რე­ბენ. ამი­ტომ ამ თე­მის გა­შუ­ქე­ბის­თვის მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია, რომ არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ კი­დევ ერთი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი.

კონ­კრე­ტუ­ლი ქა­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ით, როცა ამ კონ­კრე­ტულ ქალს არ შე­უძ­ლია პა­სუ­ხი გას­ცეს ყვე­ლა­ფერს, ნამ­დვი­ლად არ აღ­წევს იმ მი­ზანს, რომ შე­წყდეს ფე­მი­ცი­დი", - აღ­ნიშ­ნა პა­ტა­რა­ი­ამ გა­და­ცე­მა­ში და დას­ძი­ნა, რომ ეთი­კის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, გა­და­ცე­მას ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში უჩივ­ლებს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს კრი­ტი­კუ­ლი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ში" გა­და­ცე­მის კო­მენ­ტა­რებ­შიც:

"რა მე­და­ლი? რა ორი მხა­რე? რე­ებს ბო­დავთ? ფაქ­ტი­უ­რად გა­ა­მარ­თლე­ბი­ნეთ მკვლე­ლო­ბა და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გოს საც­ვლე­ბი გა­მო­ფი­ნეთ. მას­ზე, მის ოჯახ­ზე და­ფიქ­რდით სულ ცოტა მა­ინც?? ნა­ნუ­კას სირ­ცხვი­ლია ეს რაც გა­ა­კე­თეთ!"

"ამ საქ­ცი­ე­ლის შემ­დეგ, ბო­დი­ში გაქვთ მო­სახ­დე­ლი მსხვერ­პლის წი­ნა­შე, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ასე გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თვის, რამ­დე­ნად სი­მარ­თლეა მაგ ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი კი­დევ სხვა თე­მაა, ასე­ვე ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოთ მის ოჯახ­საც, რა­ხან მათი ტრა­გე­დია და ტკი­ვი­ლი ასე ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეთ"

"სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­ცე­მა! კი­დევ ერთი დამ­ცი­რე­ბუ­ლი მსხვერ­პლი"

"თა­ვე­ბი ჩა­ღუ­ნეთ მკვლე­ლე­ბის დე­დე­ბო, ის თა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა იკ­ლავ­დეთ მკვლე­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდის­თვის და გამ­ბე­და­ო­ბა არ გყოფ­ნით. თა­ვე­ბი ჩა­ღუ­ნეთ და უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე ასე ია­რეთ, არა­თუ ერთი სი­ტყვა მა­ინც დაგ­ცდეთ მკვლე­ლი შვი­ლე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად";

"ასე­თი თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი დე­ტა­ლე­ბით, თქვენ გა­ამ­ჟღავ­ნეთ სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბიც. სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა გახ­დეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ტრე­ნინ­გი, დიდ საფრ­თხეს უქ­მნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი სი­უ­ჟე­ტე­ბით. ფაქ­ტია რომ გა­აღ­ვი­ვეთ და ხელი შე­უ­წყვეთ მსხვერ­პლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. დას­ვით არას­წო­რი აქ­ცენ­ტე­ბი და მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნი, გა­ხა­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­კი­თხვის მსხვერ­პლი!"

"ვერ ხვდე­ბით რომ ამით სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­ძაფ­რებთ და ამ ბნელ მა­სას კვე­ბავთ ? რამ­დე­ნი ქა­ლიც მოკ­ლეს აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა ბო­ზად გა­მო­იყ­ვა­ნეს!! დგა­ხართ და უს­მენთ მე­ზო­ბელ-ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც მოკ­ლულ ქა­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­ერ­თოდ ნუ ეძებთ მი­ზე­ზებს! სა­ერ­თოდ არ იცით მსგავ­სი თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ცუდი დედა იყო, ცუდი ცოლი თუ საყ­ვა­რე­ლი ყავ­და, მთა­ვა­რია რომ ეს შე­დე­გი არუნ­და დად­გეს! რა­ტომ აძ­ლევთ უფ­ლე­ბას, მკვდარ ქა­ლებს საქ­ვეყ­ნოდ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ? ისი­ნი თავს ხომ ვე­ღარ და­ი­ცა­ვენ?!" იხილეთ ვრცლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS