09 მარტი, 2020
"არავის ვკოცნი... ჩანთაში მუდამ მიდევს სპირტი" - როგორ იცავენ თავს კორონა ვირუსისგან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც უცხოეთში ხშირად დადიან
უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, მსოფ­ლიო კო­რო­ნა ვირუსს ებ­რძვის. კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ათზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ისინი სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­თი­დან დაბ­რუნ­დნენ. AMBEBI.GE იმ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და შე­ე­ცა­და მათ­გან გა­ერ­კვია, რო­გორ ცდი­ლო­ბენ ისი­ნი ვირუ­სის­გან თა­ვის დაც­ვას.

მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ანრი ჯო­ხა­ძე, ვირუსს არ შე­უ­შინ­და და ის­რა­ელ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ვით­ვა­ლის­წი­ნებ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რა­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გას­ცემს. ხში­რად ვი­ბან ხე­ლებს, ჩან­თა­ში მი­დევს სპირ­ტი და თუ ვერ შევ­ძლებ უცებ ხე­ლე­ბის და­ბა­ნას,
სპირ­ტით ვიწ­მინ­დავ, რად­გან ყვე­ლა მიკ­რობს კლავს. ახ­ლა­ხანს დავ­ბრუნ­დი ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ველ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე შე­ვე­დით მომ­ღერ­ლე­ბი, კი გა­მიკ­ვირ­და ასე­თი უსაფრ­თხო ქვეყ­ნის­გან ეს, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, იქ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას კი მკაც­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რეთ, კარ­გად კონ­ტროლ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, თავ­და­პირ­ვე­ლად კა­რან­ტი­ნის­თვის მო­ვემ­ზა­დეთ, მაგ­რამ არ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, რად­გან ჯან­მრთე­ლე­ბი დავ­ბრუნ­დით. ის მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჭვს იწ­ვევ­დნენ, ცოტა მო­შო­რე­ბით გა­დაჰ­ყავ­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შიშს, კო­რო­ნა­ვირუ­სის არ მე­ში­ნია, ვი­ცავ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს და ჩემს გარ­შე­მო პა­ნი­კას არ ვქმნი.



მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის არ ეში­ნია, თუმ­ცა, დე­დის ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მას იცავს.


- მე არ მე­ში­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის, მაგ­რამ ხა­თუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მოს­ვლამ­დეც სულ მქონ­და ჩან­თა­ში, პირ­ბა­დეს რაც შე­ე­ხე­ბა, მგო­ნია, პირ­ბა­დით სი­ა­რულს აზრი არ აქვს. სამ­წუ­ხა­რო ის ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­იხ­სნეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი, პრე­ვენ­ცი­ის ზო­მებს არ მი­მარ­თა­ვენ, უფრო მე­ტიც, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­შიც და­დი­ან. ჩემი აზ­რით, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა იგ­რძნოს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასეთ დროს და და­იც­ვას უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. მე 8 თვეა, უკვე ასე ვცხოვ­რობ, არა­ვის ვკოც­ნი, სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის უფრო მე­ში­ნია. იხილეთ ვრცლად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS