27 თებერვალი, 2020
7 თვის ორსული ხატია სიჭინავა გაცივდა - როგორ ებრძვიან ქართველი სელებრითები კორონავირუსს?
საქართველოში გუშინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც საზოგადოების დიდ ნაწილში პანიკა მოჰყვა.
მსოფლიოში გავრცელებული საშიში ვირუსი ერთნაირად აშინებთ, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე შოუ-ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ახლა მეოთხე შვილის მოლოდინშია და დიდი ზომის მუცელი აქვს.
ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პირბადე აქვს მორგებული, გაირკვა, რომ ის გაცივდა და ვირუსებისგან დაცვას ამ ფორმით ახერხებს.

"ისე გამოვიდა , რომ ორსულობაში, ზედმეტად აქტიური ვხდები, უამრავი იდეა მომდის და ყველას ფრთებს ვასხამ. გაორმაგებული
ენერგია მაქვს მადასავით, ერთადერთი სიმძიმე მიშლის ხელს თორემ მთებსაც გადავდგამდი. ხოდა აი ამ ენერგიულობის დროს, სად დამეტაკა ეს გრიპი არ ვიცი მაგრამ ვინაიდან წამლების მიღება არ შეიძლება, ჩაის იმედზე, ეხლა მხოლოდ გონებით ვხარჯავ ენერგიას მალე ბეეევრი სიახლე ჩვენს ცხოვრებაში", - წერს სიჭინავა.

კორონავირუსს აქტიურად ებრძვის მოდელი ლიკა კვარაცხელია. ინსტაგრამზე მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს სთხოვს, ნიღაბისა და სათვალის მორგების გამოცდილება გაუზიარონ.

"ნიღაბი კი ვიშოვე, მაგრამ მისი სათვალესთან ერთად გამოყენების ინსტრუქცია ვერ. გამიზიარეთ თქვენი გამოვდილება p.s გზას რომ ვერ ვხედავ არაუშავს,ღვედი დამიცავს".

ლიკას პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, გამომწერები მას ეუბნებიან, რომ პირბადე ვირუსისგან ვერ დაიცავს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS