21 თებერვალი, 2020
გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე
2091-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლმა გუ­შინ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ციხე და­ტო­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხერ­ხემ­ლად წო­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და კი­დევ უფრო ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. მან სას­ჯე­ლი რამ­დე­ნი­მე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის მო­ი­ხა­და.



ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და. ვა­ნოს­თან ერ­თად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მისი მე­უღ­ლეც, თაკო სა­ლა­ყა­ია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო და მა­შინ­დელ ვარ­სკვლა­ვებ­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. სა­ლა­ყა­ია იყო მეჯ­ვა­რე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ა­სი, რო­დე­საც მან ზურა ხა­ჩი­ძე­ზე ჯვა­რი
და­ი­წე­რა. თუმ­ცა, მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბის შემ­დეგ ხა­ჩი­ძე-ჟორ­და­ნი­ას წყვი­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­და.



თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ბო­მონ­დუ­რი სა­მე­გობ­რო­დან ბო­ლომ­დე სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ნინო ჩხე­ი­ძე, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლელა კი­ლა­ძე შე­მორ­ჩნენ... სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი სწო­რედ თაკო სა­ლა­ყა­ია გახ­ლდათ, იგი მე­დი­ის­თვის ჩა­ი­კე­ტა და მას შემ­დეგ ინ­ტერ­ვიუ არა­სო­დეს აღარ მი­უ­ცია. თუმ­ცა, პე­რი­ო­დუ­ლად დღემ­დე ვრცელ­დე­ბა მე­დი­ა­ში სა­ლა­ყა­ი­ას გარ­თო­ბის ფო­ტო­ე­ბი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS