26 მაისი, 2020
ვინ არის ვანო მერაბიშვილის და, რომელსაც სკანდალური ცოლისგან განსხვავებით საზოგადოება არ იცნობს
ვანო მერაბიშვილმა სამი თვის წინ მატროსოვის ციხე დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაღალჩინოსანი 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მერაბიშვილს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, კერძოდ 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა



თითქმის რვა წლის მანძილზე, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხეში გაატარა პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებდა. თუმცა, სკანდალური იყო მისი პატიმრობა, შეგახსენებთ, ციხიდან გაყვანის უკანონო ფაქტს, რის გამოც მერაბიშვილის მხარემ სტრასბურგშიც კი იჩივლა.

ვანო მერაბიშვილის ოჯახი ჯერ
კიდევ მისი მინისტრობიდან იყო ყურადღების ცენტრში, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სერიოზულ სკანდალში გაეხვა მისი მეუღლე თაკო სალაყაია. რეალურად, სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა აღმოჩნდა ის, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა მნიშვნელოვნად შეარყია.

ვანო მერაბიშვილის ცოლის შოკისმომგვრელი ინტერვიუ - არქივი

თაკო სალაყაიას შესახებ კი ჭორები წლების მანძილზე არ შეწყვეტილა. ბევრს საუბრობდნენ მისი კლუბური გართობის სიყვარულზე და სოციალურ ქსელში, არაერთი კადრიც გავრცელდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს და გიგი უგულავასგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილი ცოლს ციხიდან არ დაშორებია.

ამჯერად ყოფილი მაღალჩინოსნის დას - მარინა მერაბიშვილს გაგაცნობთ. ის საზოგადოებაში თითქმის არასოდეს გამოჩენილა, თუმცა, აქტიურია სოციალურ ქსელში და „ქართული ოცნების“ მისამართით კრიტიკას არ იშურებს.

ასევე ხშირად აქვეყნებს ძმის და მშობლების ფოტოებს, ბავშვობის ფოტოებსაც, სადაც და-ძმა ერთად პოზირებენ. მარინა ფიზიკურად ძმას ძალიან ჰგავს.

Rating
Rating
RatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS