81 წლის მსახიობისთვის გასული წელი უმძიმესი გამოდგა - მისი ვაჟი ერეკლე ბადურაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბადურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას სიმსივნის დიაგნოზი წლების წინ დაუსვეს, თუმცა, ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.
გარდაცვალებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსახიობი ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იყო. ლალი ბადურაშვილმა ვერ შეძლო უკანასკნელი სურვილის ახდენა - დაესრულებინა შვილის ბოლო ფილმი, რომლის
AMBEBI.GE ლალი ბადურაშვილისა და მისი შვილიშვილის, მომღერალ ნინი ბადურაშვილის მეგობრებს ესაუბრა. მათ მსახიობი გაიხსენეს.
მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:
"ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, ძალიან მიყვარდა ლალი... თავისებური, ორიგინალური, საყვარელი, იშვიათად კეთილი ადამიანი იყო. შესაძლოა, მისი ხისტი გამონათქვამების გამო, სხვანაირი ჩანდა, მაგრამ კეთილი და გულღია ადამიანი იყო.
არც მახსოვს, როდის დავმეგობრდით, იმდენი ხანია ერთად მოვდივართ. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად გვქონდა შეხება, გადაცემაში მოდიოდა სტუმრად, მისთვის ეთერში მოსვლა და საკუთარი აზრის გამოთქმა ბედნიერების მიმნიჭებელი იყო.
- ცნობილია, რომ მისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა...
- ერეკლეს გარდაცვალებას ფაქტიურად გადაყვა. მისი გარდაცვალებიდან ცოტა დრო გავიდა და ლალიც გარდაიცვალა. მძიმედ იყო მაშინ ლალი, არავის ეგონა თუ გადარჩებოდა. არ უყვარდა საკუთარ დაავადებაზე და ტკივილზე საუბარი. გარეთ არ გამოვიდოდა და თავის ტკივილს თავზე არ მოგახვევდა, თუ გამოვიდოდა, აქეთ ცდილობდა ჩვენს გამხნევებას.
- სიმსივნის დიაგნოზი ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაუსვეს?
- სიმსივნის დიაგნოზი მანამდე ჰქონდა, წლები ატარებდა. თავიდან არ იცოდა და როდესაც გაიგო, ტრაგედია არ მოუწყვია, ნორმალურად შეხვდა ამას, სასიკვდილო განაჩენად ვერც აღიქვამდა სიმსივნეს, მაგრამ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა.
ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოათავსეს კლინიკაში. ალბათ რამდენიმე დღის წინ, რადგან ბოლომდე მხნედ იყო. გაგრძელება