04 თებერვალი, 2020
"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

81 წლის მსა­ხი­ო­ბის­თვის გა­სუ­ლი წელი უმ­ძი­მე­სი გა­მოდ­გა - მისი ვაჟი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. მას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი წლე­ბის წინ და­უს­ვეს, თუმ­ცა, ვა­ჟიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსა­ხი­ო­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო. ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ვერ შეძ­ლო უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის ახ­დე­ნა - და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა შვი­ლის ბოლო ფილ­მი, რომ­ლის
დას­რუ­ლე­ბაც ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მაც ვერ მო­ას­წრო...



AMBEBI.GE ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და მისი შვი­ლიშ­ვი­ლის, მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მე­გობ­რებს ესა­უბ­რა. მათ მსა­ხი­ო­ბი გა­იხ­სე­ნეს.


მაკა რაზ­მა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ძა­ლი­ან დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ლალი... თა­ვი­სე­ბუ­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი, საყ­ვა­რე­ლი, იშ­ვი­ა­თად კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. შე­საძ­ლოა, მისი ხის­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, სხვა­ნა­ი­რი ჩან­და, მაგ­რამ კე­თი­ლი და გულ­ღია ადა­მი­ა­ნი იყო.

არც მახ­სოვს, რო­დის დავ­მე­გობ­რდით, იმ­დე­ნი ხა­ნია ერ­თად მოვ­დი­ვართ. ბოლო პე­რი­ოდ­ში უფრო ხში­რად გვქონ­და შე­ხე­ბა, გა­და­ცე­მა­ში მო­დი­ო­და სტუმ­რად, მის­თვის ეთერ­ში მოს­ვლა და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა ბედ­ნი­ე­რე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი იყო.



- ცნო­ბი­ლია, რომ მისი ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და...

- ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ფაქ­ტი­უ­რად გა­დაყ­ვა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ცოტა დრო გა­ვი­და და ლა­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მძი­მედ იყო მა­შინ ლალი, არა­ვის ეგო­ნა თუ გა­დარ­ჩე­ბო­და. არ უყ­ვარ­და სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბა­ზე და ტკი­ვილ­ზე სა­უ­ბა­რი. გა­რეთ არ გა­მო­ვი­დო­და და თა­ვის ტკი­ვილს თავ­ზე არ მო­გახ­ვევ­და, თუ გა­მო­ვი­დო­და, აქეთ ცდი­ლობ­და ჩვენს გამ­ხნე­ვე­ბას.

- სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­უს­ვეს?

- სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი მა­ნამ­დე ჰქონ­და, წლე­ბი ატა­რებ­და. თა­ვი­დან არ იცო­და და რო­დე­საც გა­ი­გო, ტრა­გე­დია არ მო­უ­წყვია, ნორ­მა­ლუ­რად შეხ­ვდა ამას, სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნად ვერც აღიქ­ვამ­და სიმ­სივ­ნეს, მაგ­რამ ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რო­დის მო­ა­თავ­სეს კლი­ნი­კა­ში. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რად­გან ბო­ლომ­დე მხნედ იყო. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS