- ბავშვობაში ყველა ადამიანი ოცნებობს, განსაკუთრებით ის,
- შესაბამისად, ალბათ, მთელი ოჯახი კმაყოფილია თქვენი მუსიკალური მონაცემებით.
- (იცინის) იმ დღეს გუკა მეუბნებოდა, სიმღერა კი არ იცი, მაგრამ როგორც შოუმენი, შედექიო. მეც მიმაჩნია, რომ პროექტის მიზანი შოუა. უზარმაზარი სიხალისეა. მერე, რა არის, იცით? ''ცენტრ პოინტის'' სამწლიანი ისტორიით მთელი ოჯახი ტრავმირებული ვართ. მაიამ შექმნა ფინანსური იმპერია, რომლის ბიუჯეტი აფხაზეთის ბიუჯეტს უდრიდა. უნამუსოდ გაგვძარცვეს, 100 მილიონზე მეტი ქონება წაიღეს უგულავამ და მისმა კომპანიამ. დღეს რომ მშენებლობები დავასრულოთ, 17 მილიონია საჭირო. ეს 17 მილიონი მოსახლეობას აქვს ჩვენი ვალი.
- ამის გამო გაკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში, მოტყუებული მომხმარებლის წინ ცეკვა-სიმღერის როგორ არ რცხვენიაო…...
- არავის არაფერი დაუკარგავს. პირიქით, უკვე წაღებული ქონება გადავარჩინეთ. მომხმარებლის 40% სამართლიანად გვაკრიტიკებს. მათ რა დააშავეს, რომ დანარჩენ მომხმარებელს თანხა სრულად ვერ შემოაქვს? რა ეცეკვება, - რას ნიშნავს? მაგათი მონა ხომ არ ვარ. მათი ფული სახლში მაქვს წაღებული თუ რა? 3 წელი მე და მაიამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ. ისე ვწვალობდით, როგორც ისინი. მე მკურნალობა შევწყვიტე უფულობის გამო. გერმანიაში დავდიოდი ყოველ წელს სამკურნალოდ. პატარა აღარ ვარ, 60 წლის გახლავართ, ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს, და მაინც თაღლითებს გვეძახიან, იცით, ბინა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ბანკის კუთვნილებაა უკვე, ბანკში გვქონდა ჩადებული.
- შოუს დავუბრუნდეთ, ხშირად, სიმღერის გარდა, ჩაცმის სტილის გამოც გაკრიტიკებენ.
- ამაზე ყველაზე მეტად ვხალისობ. ჩემს მაყურებელს კარგ სიმღერას ვერ დავპირდები, იმიტომ რომ არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ვანახვო კარგი სპექტაკლი. ამაში ნინა მეხმარება. ასეთი კულტურული მუსიკოსი ცოტა შემხვედრია ცხოვრებაში, ნებისმიერ შოუში მიიღებს მონაწილეობას. თუ საჭიროა, გაიხდის კიდეც. სამბას ტურზე ის საკარნავალო კოსტიუმი ჩემი იდეა იყო, ფოტო მოვიტანე და ვანახვე. მოეწონა და შეიკერა.
- ნახევრად შიშველი ქალის პარტნიორობა რომ გიწევთ ყოველ ტურზე, რთული არ არის?
- ისეთ ასაკში ვარ, მაინცდამაინც ტვინს ვერ ამირევს (იცინის). ორი შვილიშვილი მყავს უკვე.
- მაია ხომ არ ეჭვიანობს ნინაზე?
- არა, მაიამაც იცის ჩემი ხასიათი. კარგი გარეგნობის ქალზე ლამაზი არაფერი მიმაჩნია დედამიწის ზურგზე. ამ პროექტის მონაწილე გოგონებსაც თოჯინებივით ვუყურებ.… ჩაცმის სტილის დაწუნებას რაც შეეხება, გემოვნების ამბავია. მაიას მოსწონს და მაიას რომ ჟიურის ოთხივე წევრზე, ერთად აღებულზე, კარგი გემოვნება აქვს, ეჭვი არ შეგეპაროთ. სანქციას ყველაფერს მაია ადებს: ბიზნესი, პოლიტიკა, სიმღერა, ჩაცმა.
- მატრიარქატია თქვენს ოჯახში?
- თან ნაწილობრივი კი არა, სრული მატრიარქატი.
- და ამას არ განიცდით?
- განვიცდი კი არა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის. აქეთა ფლანგზე - მაია, იქითა ფლანგზე - კატო, იმასაც მაგარი დათრეული ვყავარ (იცინის).
- ჟიურის რომელ წევრს გამოარჩევთ სიმკაცრით?
- თეონას სიმკაცრე არ მაღიზიანებს, მომღერალია და იცის თავისი საქმე. მალამოსავით მედება ია ნინიძის შეფასება, კეთილგანწყობილია. ზურას რაც შეეხება, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ამიტომ დისკომფორტი არ მაქვს. თუმცა გამაღიზიანა შალვა რამიშვილის შეფასებამ. შალვას შესაფასებელი რა მჭირს. რისთვის მოხვედით ამ პროექტში, ლამაზი გოგონები სხვაგან ეძებეთ, ეს კონკურსიაო, მითხრა. მსგავსი ''იაზვური'' კომენტარების კეთება მეც შემეძლო სცენიდან, მაგრამ არ მინდოდა, შოუ დაპირისპირებად გადამექცია. ყველას თავისი გზა აქვს. არც მაღელვებს, შალვა რას იფიქრებს ჩემზე.
- რომ გაკრიტიკებენ, ბრაზდებით?
- როგორ გითხრათ,… დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
- სმენა არ აქვსო, რომ ამბობენ, არც ეს გწყინთ?
- მართლა არ მაქვს ეს სმენა და რა გავაკეთო (იცინის). მართალია ეს ხალხი. უბრალოდ, ამ პროექტში მხოლოდ სმენა არ არის აუცილებელი. მე ვიცი ჩემი უპირატესობები. სცენაზე თავისუფალი ვარ, იუმორი მაქვს, თუმცა რეპეტიციაზე სიმღერა ბევრად კარგად გამომდის. ვიძა-ბები, როცა სიმღერას შოუს ელემენტები ახლავს, ერთდროულად მიწევს ფიქრი სიმღერასა და ცეკვაზე. ''პაროლე'' სასაცილოდ რომ აიგდო ყველამ, ბევრმა არ იცის, რატომ გამოვედი წყობიდან. ჯერ ერთი, სიმღერა არ მომწონდა, მეორეც, მიკროფონი არ ჩაირთო პირველი 20 წამი, მერე ნინა მოვიდა და ჩამირთო მიკროფონი, მაგრამ ორიენტაცია უკვე დაკარგული მქონდა. ჩვენს შოუში უკვე გაჩნდა ასეთი ტერმინი - ''დააპაროლა'', ანუ დაიღუპა. ვინმე ცუდად რომ მღერის - ''დააპაროლაო'', ამბობენ.
- თუმცა მაყურებელი გიმესიჯებთ, აუტსაიდერებში ჯერ არ მდგარხართ.
- საქართველოში უფრო მეტს ვუ
ყვარვარ, ვიდრე არ ვუყვარვარ. უკვირთ ჩემგან, ასეთი ''ნაგლი'' რომ ვარ და აქაც გამოვდივარ. მოვენატრე ხალხს. ყველაზე დიდ დარბაზში 2000 კაცზე მეტი არ ეტევა. პარტიაში მყავდა ასი ათასი კაცი. იმის 10 %-მა რომ დამიმესიჯოს, ათი ათასი გზავნილია. იცით, რამდენი ''ცენტრპოინტელი'' მირეკავს, თქვენთან ვარო, თანამშრომლებზე კი არ გეუბნებით, დაზარალებულებს ვგულისხმობ. იციან, რომ მარტო მაიას შეუძლია მათი ბინების დასრულება.
- პროექტის გამარჯვებულს რა პრიზი ერგება?
- მანქანა.
- თქვენ განსაკუთრებით გაგაკვირვებენ ამ პრიზით...…
- მანქანით მაინცდამაინც ვერ გამაკვირვებენ, მაგრამ, მართალი გითხრათ, პროცესი უფრო მომწონს. ყველაზე მაგარი ჩვენს პროექტში მიშა ხუჯაძეა და მინდა, მან გაიმარჯვოს. რუსულსაც მღერის, ინგლისურსაც, ექიმებს პოლიტიკოსებზე გაცილებით უკეთ გამოსდით სიმღერა. ჩემი პროგრამა მაქსიმუმია მეშვიდე ტურამდე მისვლა. ჩემი საყვარელი სიმღერა უნდა შევასრულო - ლუი არმსტრონგის Lეტ მყ პეოპლე გო. ხალხმა არც იცის, ეს არის შავკანიანი მონების ჰიმნი, ბიბლიური ფსალმუნი, როგორ დაავალა უფალმა მოსეს ეგვიპტეში ჩასვლა და მისი ხალხის დახსნა ტყვეობიდან.
- ამ სიმღერის ''დაპაროლება'' არ შეიძლება.
- არა, რა თქმა უნდა (იცინის). ამ სიმღერას ბავშვობიდან ვუსმენ, გამომივა. მე ვიცი ჩემი ადგილი, ისიც ვიცი, რომ ფინალის ღირსი არ ვარ. ბევრს მოვწონვარ, ბევრს - არა, ეს ნორმალურია. პოლიტიკოსისა და შოუმენისთვის ერთადერთი ცუდი ინფორმაცია არის ნეკროლოგი.
- რუსა მორჩილაძე კიდევ ცდილობს, რომ პროფესიონალურად შეგასწავლოთ სიმღერა, თუ...
- ჩაიქნია ხელი. მეორე კონცერტზევე ჩაიქნია, როგორც კი ''დავაპაროლე'' (იცინის)…. 50 წლის რომ ვხდებოდი, სააკაშვილმა რევოლუცია დაიწყო, იმ წელს წამოვედი პოლიტიკიდან, რომელ იუბილეზე იყო ლაპარაკი. 60 წლის რომ ვხდებოდი, ''ცენტრ პოინტის'' სასამართლო პროცესები დაემთხვა, ამიტომ ვერც ერთი იუბილე ვერ გადავიხადე. ამ შოუმ ისეთი იუბილე გადამიხადა, რომლის წარმოდგენაც ყველაზე კარგ ოცნებაშიც არ შემეძლო. ამდენი ლამაზი ადა-მიანი გარშემო, ამდენი სიხარული და ხალისი ოჯახში. მაია მესიჯებს მიგზავნის, ამას წარმოვიდგენდი?! 8 კილოგრამი დავიკელი ამ ერთ თვეში. სცენაზე ღიპიანი არ მინდა გამოვჩნდე. შევამცირე კვების დოზები, საღამოს არ გეახლებით, თან ყოველთვის ვვარჯიშობდი. ისე დავიკელი, რომ გუკას შარვალი ჩამეტია და მისი ქუდი დავიხურე.
- ზოგმა ამ ნომერში გივი სიხარულიძეს მიგამსგავსათ.
- რა მოხდა მერე, ცუდ ვინმეს მიმამსგავსეს? გივის, როგორც შოუმენს, ისე იცნობენ. არაჩვეულებრივი მწერალი და კარგი ბიჭია. საერთო ძმაკაცები გვყავს.
- მაია მოდის ხოლმე თქვენს კონცერტებზე?
- არა, სად აქვს ამის თავი. მაია ყოველ ორშაბათს ისე ნერვიულობს, როგორც ჩემს არჩევნებზე ნერვიულობდა, გუკა მოდის ხოლმე თავისი მეგობრებით, ქეთათო ჩარკვიანი…...
- გულწრფელად მითხარით, ნერვიულობთ სცენაზე გამოსვლის წინ?
- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, არ მინდა, ნინა შევარცხვინო, მერე, ვიცი, მაია მიყურებს. ''პაროლეს'' შემდეგ სახლში რომ მივედი, ტრაგედია იყო. მაიას სახე რომ დავინახე, ვიფიქრე, ამან სახლიდან არ გამაგდოს-მეთქი (იცინის).
- ფილმიდან ''ცხრა-ნახევარი კვირა'' ბოლო სცენა რომ შეასრულეთ, მაყურებელს ეჭვი გაუჩნდა, რომ ნასვამი იყავით.
- არ დაგიმალავთ და ორი ჭიქა ღვინო მქონდა დალეული. არ მიშველა, ერთი მისამღერი მაინც გამომრჩა (იცინის). ცუდი თეონა მიმიხვდა, ბოდვას აგრძელებო, მითხრა, მაგრამ ჩემმა კედებმა დაცენტრეს (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''