04 თებერვალი, 2020
ვინ არის მილიონერ კობა ნაყოფიას ერთადერთი ქალიშვილი - გაიცანით ნანუკა გოგიჩაშვილის უცნობი და სექსუალური მული
მილიონერ კობა ნაყოფიას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ნაყოფიების სახელს უკავშირდებოდა „რუსთავი 2“-ის წილის საქმე, რომელიც პოლიტიკოსმა საკუთარ შვილზე გააფორმა, სანამ არხი ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა.

ნაყოფიების ოჯახი მხოლოდ ბევრი ფულითა და პოლიტიკური ცხოვრებით არაა ცნობილი, მილიონერის ვაჟი, ნიკა ნაყოფია 2009 წელს დაქორწინდა მაშინდელ „მის საქართველო 2008“ - ხათუნა სხირტლაძეზე. გრანდიოზული ქორწილი მაშინ წყვილმა თურქეთში გადაიხადა. ამბობდნენ, რომ ქორწილზე დასასწრებად საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით უამრავი ცნობილი ადამიანი და მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ
სააკაშვილიც კი გაემგზავრა. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა.

Rating

ბედნიერი ქორწინება რამდენიმე წელში განქორწინებით დასრულდა. წყვილს საერთო შვილი ჰყავთ. ნიკა ნაყოფია კი, მოულოდნელად, მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად გამოჩნდა. წყვილი დანიშნულია და მოდელი მომავალი ქმრის ძვირფასი სამკაულების ბიზნესს აპიარებს.

ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიშნობის ოფიციალურ ფოტოებს ავრცელებს

ვაჟის გარდა კობა ნაყოფიას ჰყავს ქალიშვილიც, რომელიც არც სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა და არც საზოგადოებაში ჩნდება ხშირად, როგორც მილიონერის ქალიშვილი. ნატალია ნაყოფია „მხოლოდ ქართულის“ გუნდის წევრია და მომღერლებს სცენაზე დგომასა და სიმღერაში ეხმარება.

RatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS