29 იანვარი, 2020
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ მისი ყოფილი მეუღლეც ავრცელებს ინფორმაციას
ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი,  სოფიო ჩიკვილაძე მისი ყოფილი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მე მაპატიეთ ამ შუაღამეს, რომ ვწერ, მაგრამ ასი ყური და ასი თვალი მაქვს, მინდა არ მინდა ყველანაირი ინფორმაცია მოდის ჩემთან. ახლა დავასრულე საუბარი და მინდათ გითხრათ, რომ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმედ, არ იგეგმება გამოღვიძება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება სტატიას, რომ მან იმიტომ არ გაახილა თვალები, რომ დედამისის ხმა ესმოდა, არის უდიდესი სისულელე. ეს მოხდა დაახლოებითერთი კვირის წინ და
არა დღეს. ეტაპობრივად ცდილობდნენ გამოღვიძებას, მაგრამ როგორ სჩანს ჯერ ადრეა. დანარჩენი დეტალები ჩემს უახლოეს წრეს გავაცანი უკვე. საჯარო სივრცეში არ ვაპირებ ვინმეს განვუმარტო, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია და ჩავუღრმავდე. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ არის უტყუარი.

პ.ს. ცოტნეს კეთილის მსურველების გასაგონად, მგონი დაგავიწყდათ, ცოტნეს შვილების არსებობის შესახებ“, - წერს სოფო ჩიკვილაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS