29 იანვარი, 2020
ვინ არის ცოტნე გამსახურდიას ცოლი, რომელსაც მანანა არჩვაძე ქმართან კლინიკაში არ უშვებს და რა აკავშირებს "ჩცდ"-თან
ზვიად გამსახურდიას ვაჟი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საკუთარ სახლთან სცემეს, მკურნალობის კურსს ამ დრომდე თურქეთის კლინიკაში გადის. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თურქეთში იმყოფება გამსახურდიას დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ცოლი ანა ჯაბაური. ანა ჯაბაურს და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რაც ცნობილი მას შემდეგ, გახდა, როდესაც პრეზიდენტის ვაჟი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
ცნობილი გახდა, რომ ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია მეუღლესთან კლინიკაში არ უშვებს.

ამის შესახებ განცხადება
ჯაბაურის წარმომადგენელმა ჯაბა კვარაცხელიამ გუშინ გააკეთა.

„მოგეხსენებათ, ცოტნეზე 19 დეკემბერს ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, სადაც აგრძელებდა მკურნალობას შემდგომი 12 დღის განმავლობაში, და, სადაც მას ყოველდღიურ მეთვალყურეობას მისი მეუღლე (მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი) ანა ჯაბაური უწევდა. გამოიკვეთა რა, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო სერიოზულ გართულებათა განვითარების შესაძლებლობა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან. ეს მოხდა მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.

უკვე სამი კვირაა, ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა", - განაცხადა გუშინ კვარაცხელიამ.

Rating


მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას დედასთან 9-10 წელია, კონტაქტი აღარ აქვს, თუმცა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ წამოიწყო სასამართლო დავა ქონების მისაკუთრების მიზნით.

"მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო ცოტნეს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. გადაიფორმა ,,კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი და, რაც მთავარია, სამწლიანი ქონებრივი დავა წამოიწყო 2012 წელს ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვერაზე, მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით. ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულმა კანონიერმა მხარდამჭერმა ანა ჯაბაურმა კი საბუთში შეიტანა მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პუნქტები. ყველა პუნქტი, რომელიც ირიბად მაინც ეხებოდა ქონებრივ საკითხს, თუნდაც ცოტნესთვის გამოყოფილ მკურნალობის ხარჯებს, მისი მოთხოვნით ამოღებულ იქნა."

ცოტნე გამსახურდია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით არის დაკავებული, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის დაქორწინებული იყო, ცნობილი იმ ღამეს გახდა ფართო საზოგადოებისთვის, როდესაც ცოტნე გამსახურდია საკუთარ სახლთან დაჭრეს.

ანა ჯაბაური პროფესიით ექიმია, კერძოდ კარდიოლოგი და პროფესორი. როდის და როგორ დაიწყო მისი და გამსახურდიას ურთიერთობა, უცნობია. ექიმობის პარალელურად, ანა ჯაბაურს სამსახიობო გამოცდილებაც აქვს, ის არაერთ სერიალში გადაიღეს. 

თუმცა, წყვილს ფაქტია, ჰარმონიული ურთიერთობა აქვს. საზოგადოება კარგად იცნობს, ანა ჯაბაურის ქალიშვილს, სოფო ჯაბაურს, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრემიერ-მინისტრის პერსონაჟის ცოლს თამაშობს.

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS