ვარსკვლავებისა და პროდუსერების ლავ-სთორები საქართველოში იშვიათია, რასაც ვერ ვიტყვით უცხოელებზე, თუმცა, არსებობენ ქართველი მამაკაცები, რომლებიც მათი მეუღლეების პროდუსერები არიან და საქმეში ხელს განსაკუთრებულად უწყობენ.
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე
კონსტანტინე მელაძე რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუსერია. მას იქაურ დიდ შოუბიზნესში დიდი გავლენები აქვს და შესაბამისად, სკანდალების ეპიცენტრშიც ხშირად ხვდება.
კონსტანტინე მელაძეს პოპულარობით
კონსტანტინე მელაძისა და ვერა ბრეჟნევას სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც მელაძე ჯგუფ „ვიაგრას“ პროდიუსერი გახდა. მაშინ მელაძე დაქორწინებული იყო, როგორც მისმა მეუღლემ იანამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, ვერა ბრეჟნევა მის ქმარს ათი წლის მანძილზე ჩუმად ხვდებოდა.
2013 წელს კი, როცა მელაძე ავარიაში მოხვდა, არც მეტი არც ნაკლები, ვერა ბრეჟნევა მათთან სახლში მივიდა, სწორედ ამის მერე გადაწყვიტა, იანამ ქმარს დაშორებოდა.
ვერამ და კონსტანტინემ იტალიაში იქორწინეს და ახლა თავს ბედნიერად გრძნობენ.
ლელა წურწუმია და მამულიჩა
ლელა წურწუმია ქართული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავია, მის წარმატებაში კი დიდი წვლილი მიუძღვის მის ქმარს, კახა მამულაშვილს, რომელსაც „მამულიჩას“ სახელით იცნობენ.
წყვილის ურთიერთობა მრავალი წლის წინ დაიწყო, მაშინ ლელა წურწუმია კაზინო ევროპაში მღეროდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა მამულიჩამ, მისი პროდუსერი გამხდარიყო და საქმიანი ურთიერთობა პირად გრძნობებში გადაიზარდა.
ლელამ და მამულიჩამ მალევე იქორწინეს. წურწუმიასთვის ეს პირველი ქორწინება იყო, მამულიჩასთვის კი - მეორე. წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავს. ლელა წურწუმია ყველა ინტერვიუში ხმამაღლა ამბობს, რომ მის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ მამულიჩას აქვს შეტანილი და მუდამ მშვიდადაა, როცა გრანდიოზული კონცერტებისთვის ემზადება.
„მამულიჩა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ყველა კონცერტი მისი პროდიუსინგით ტარდება, ტექნიკურ საკითხებს თავად აგვარებს და ყოველთვის დებს ხარისხს", - განაცხადა ლელამ რეიტინგისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე
მომღერალი სალომე ბაკურაძე საზოგადოებამ მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო, „ჯეოსტარში“ გამოჩენის შემდეგ, თმახუჭუჭა, ნიჭიერი გოგონა მთელმა საქართველომ შეიყვარა.
სალომე ქართული სცენის წამყვანი მომღერალია, რაშიც საკუთარ ნიჭთან ერთად ის ფაქტიც ეხმარება, რომ მისი მეუღლე პროდუსერი ლაშა ბასლანძე აქტიურად უწყობს ხელს. სალომემ და ლაშამ ერთმანეთი ხუთი წლის წინ გაიცნეს და მას შემდეგ ისინი ერთმანეთს განსაკუთრებულად უდგანან გვერდით, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი მოვლენაა.
წყვილს უსაყვარლესი ვაჟი, ალესანდრო ბასლანძე ჰყავს. იგი პოპულარობით მშობლებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
დავით და ანნა იმედაშვილები
ანნა იმედაშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ის პროფესიით ჟურნალისტია. უმშვენიერესი გარეგნობის მქონე გოგონამ უმალ მოიპოვა საზოგადოების სიყვარული.
ის რადიოწამყვანი გახლდათ, სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა საკუთარი რადიო დავით იმედაშვილს, სადაც სათანამშრომლოდ ანნა მიიწვია და თავიდანვე „გულში ჩაუვარდა“. ანნა რამდენიმე წლის წინ, რეჟისორ დავით იმედაშვილზე დაქორწინდა. ის მეუღლემ ფილმშიც კი გადაიღო. ანნა და დავითი თანამშრომლებიც არიან. ყველა სატელევიზიო პროექტი, რომელსაც დავით იმედაშვილი აკეთებს, ანნას გარეშე წარმოუდგენელია. ანნა ამჯერად გადაცემა „ინფლუენსერის“ წამყვანია, რომლის პროდუსერი და თანაწამყვანი დავით იმედაშვილია.
ჯანეტ ქერიდყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერიდყოშვილი საზოგადოებამ „მის საქართველოს“ კონკურსის შემდეგ გაიცნო, ის ქვეყნის ულამაზესი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯანეტი მოკრძალებული ადამიანია, თუმცა, არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი.
რაც შეეხება ნოე სულაბერიძეს, ის ცნობილი სატელევიზიო პროდუსერია, მათ დაოჯახებას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა, ერთი წლის წინ, ისინი მოულოდნელად დაინიშნენ. წყვილი აქტიურად უდგას ერთმანეთს გვერდით. ნოე სულაბერიძეზე დაქორწინების შემდეგ უმშვენიერესმა ჯანეტმა საკუთარი ოცნება აისრულა და ბრენდი ჩამოაყალიბა.
ისინი დღეს პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. მას ანნა დაარქვეს.